თბილისის "დინამო" საქართველოს თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
19 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოს თასის 1/4 ფინალური თამაში გაიმართა. თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივს" შორის. მატჩი "დინამომ" 3:1 მოიგო.

საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

პირველი ტაიმი "დინამომ" ოთარ კიტეიშვილის დუბლის წყალობით 2:0 მოიგო.

81-ე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მატჩის მე-3 კომპენსირებულ წუთზე კიტეიშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა და თბილისის "დინამო" თასის ნახევარფინალშია.

ნახევარფინალში აგრეთვე გავიდნენ: "ჩიხურა", "მერანი" და "ტორპედო".
მკითხველის კომენტარები / 3 /
არის საუბრები რომ ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი ფოთი ბოლნისი გარიგებულია და აუცილებლად მოიგებს სიონი. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი რომ დღეს კოლხეთის წამყვანმა ორმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი და გამოტოვებენ ხსენებულ მატჩს. გამოფხიზლდი ფედერაცია
garigeba
19:12 19-10-2016
0
რა შუაშია დღევანდელი წითელი ბარათი.თასის ბარათი არ მოქმედებს ჩემპიონატის თამაშზეე
levani
20:25 19-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული