ჩიხურა-სამტრედია 0:0 (პენ, 5:3) - საფეხბურთო ლატარეამ გადაწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანახაობრივი თვალსაზრისით, არცთუ ისე გამორჩეულ ამ სათასო შეხვედრაში იმდენად თვალშისაცემი იყო შინაგანი დაძაბულობა და ზედმეტი სიფრთხილე, გუნდებს თამამი, რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. ვერც გაამტყუნებ, რადგან სამომავლოდ ვერაფერს გადადებ - მეოთხედფინალი ერთმატჩიანია.

მიუხედავად ამისა, მაინც იყო დასამახსოვრებელი, ამაღელვებელი მომენტები: მე-17 წუთზე მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრილმა გაბედავამ კარგი პასი მისცა ტატანაშვილს კართან ახლოს - დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა...

მალევე, მეკარესთან პირისპირ მდგარმა რეხვიაშვილმა ფეხი ააცილა კუთხურიდან ჩაწოდებულ, სულ იოლად გასატან ბურთს...

47-ე წუთზე გორგიაშვილის ზუსტ და ძლიერ დარტყმას უკიდურესად დაბალ კუთხესთან შესანიშნავი
რეაქციით გაუმკლავდა გიგინეიშვილი...

59-ე წუთზე ჰამზიჩმა არაბულისა და მარკოზაშვილისგან ორი "მკვდარი" ბურთის მოგერიება შეძლო...

ბოლო წამებზე კი ტატანაშვილმა კინაღამ გასახდელში გააყოლა სტუმრებს გამარჯვების გოლი.

პირველი 20 წუთის განმავლობაში აშკარა, მთელ შემდგომ პერიოდში კი ოდნავი უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის.

დამატებით ნახევარ საათშიც გაგრძელდა დაძაბულობა, თუმცა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი არ გვინახავს.

და აი, საფეხბურთო ლატარეა, რომლის დროსაც საჩხერელებმა ხუთივე პენალტი ზუსტად დაარტყეს, სამტრედიელ ცნობილაძეს კი მეოთხე ცდა გაუცუდდა და გამარჯვება "ჩიხურას" დარჩა.

"სამტრედია" თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობა დარჩა იმისი, რომ შანსი ჰქონდეს რევანშისა საჩემპიონო შეხვედრაში.

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი
19.10. ივანწმინდა
ჩიხურა-სამტრედია 0:0 (პენალტებით 5:3)
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (67. ლექვთაძე), გაბედავა (88. სარდალიშვილი), კორიფაძე, ტატანაშვილი, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი (86. გვალია), რეხვიაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მუმლაძე, კაკუბავა, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: გიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი (60. მანჯგალაძე), რაჟამაშვილი (17. ზივზივაძე), არაბული, გამყრელიძე (106. ჯიქია).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, იმედაშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (41), მანჯგალაძე (75), გრიგალაშვილი(82), სარდალიშვილი(88)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდერატორ, ჩემს ნორმალურ პსოტესბ არ აქვეყნებ და ლათინურასოვან ნაჩხაპნებს აქვეყნებ?რამ შეგაძულა ასე საქართველო და ქართული ასოები?
Jango
15:59 20-10-2016
0
Vis gaugia ert tamashiani meotxed pinalii.. tu egrea mashin. Eitralurze unda tardebodes.. da kide rogor sheileboda 2 sauketeso gundis shexvedra meotxed pinalshii.. samarcxvinoa kutaisi romelmac vai vaglaxit mougo vans bolo wutze da aseti gundi naxevar pinalshi da martvili kide. Da samtredia romelsac chempipnobaze aqvs ambicia tas gamotishes.. es ari ugunuri pederaciis brali 2 sauketeso gundi ertmanets ro sheaxvedres..
lado
14:04 20-10-2016
0

სიახლეები პოპულარული