ვიტორიაში "ბარსელონა" თასის ფინალში მომავალ მეტოქეს, "ალავესს" ხვდებოდა და ადვილად გაუმკლავდა - 6:0. დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა, თითო გოლი გაიტანეს ლეო მესიმ, ნეიმარმა და ივან რაკიტიჩმა. ერთხელაც ალექსისმა მესის გატანა არ დაანება და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
84-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, იმ მომენტში "ბარსას" სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა. ამიტომაც, გუნდმა 10 კაცით ჩაამთავრა თამაში.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით და გულდაწყვეტილი - ალეიშ
სერხიო რამოსმა მე-500 მატჩი ითამაშა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, მაგრამ მალე სერხი ლეონმა გაათანაბრა. ისკოსთან შეჯახებაში "ოსასუნას" დომინიკელმა ლეგიონერმა ტანო ბონინმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.
მეორე ტაიმში ისკომ "რეალი" კვლავ წინ გაიყვანა, ანგარიშს საბოლოო წერტილი კი შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა დაუსვა - 3:1 ლიდერის სასარგებლოდ.
შაბათი. 11 თებერვალი
ბეტისი-ვალენსია 0:0
ალავესი-ბარსელონა 0:6
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (37), 0:2 ნეიმარი (40), 0:3 მესი (59), 0:4 ალექსისი (63 ს. კ.), 0:5 რაკიტიჩი (65), 0:6 ლ. სუარესი (67)
ბილბაო-დეპორტივო 2:1
გოლები: 0:1 ჩოლაქი (42), 1:1 მუნიაინი (71), 2:1 ადურისი (89)
ოსასუნა-რეალი 1:3
გოლები: 0:1 რონალდო (24), 1:1 ს. ლეონი (33), 1:2 ისკო (62), 1:3 ლ. ვასკესი (93)
პარასკევი. 10 თებერვალი
ესპანიოლი-სოსიედადი 1:2
კვირა. 12 თებერვალი
ვილიარეალი-მალაგა 15:00
ლეგანესი-სპორტინგი 19:15
ლას პალმასი-სევილია 21:30
ატლეტიკო-სელტა 23:45
ორშაბათი. 13 თებერვალი
ეიბარი-გრანადა 23:45
1. რეალი - 49 ქულა; 2. ბარსელონა- 48; 3. სევილია - 43; 4. რეალ სოსიედადი - 41; 5. ატლეტიკო - 39.