ლა ლიგა. XXIII ტური: რა სჭირს "ბარსას"? [VIDEO]

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "გრანადასა" და "ბეტისის" დაპირისპირებას (4:1) მხოლოდ პირობითად ეწოდება დერბი და ამ გუნდების ჯახებს დიდი ტრადიცია არ მოსდგამს, თამაში მართლაც რომ "დერბული" იყო - შესანიშნავი ტემპი, გოლები, კინკლაობა... ეს იყო ლუკას ალკარასის გუნდის საუკეთესო თამაში სეზონში, რომლითაც "გრანადა" გადარჩენისთვის ბრძოლას დაუბრუნდა.

დიდებულად ითამაშეს "ნიჭიერებმა, მაგრამ ზარმაცებმა" მეჰდი კარსელა-გონსალესმა და ადრიან პერეირამ, დუბლი გაიფორმა ახალწვეულმა ადრიან რამოსმა.

სამთვიანი იძულებითი განშორების შემდეგ "რეალს" გარეთ ბეილი დაუბრუნდა. დაუბრუნდა და შეტევაში წასულ "ესპანიოლს" დროულად გაუტანა კონტრშეტევაზე და "რეალს" 2:0 მოაგებინა. უელსელმა თქვა,
რომ შეეცდება, მეტი ტრავმა არ მიიღოს კარიერაში.

ეს მართლაც დიდებული იქნებოდა. დიდებული იყო ისკოს თამაში ბარსელონურ კლუბთან. მან ორივე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ალვარო მორატამ "ესპანიოლი" ამოიჩემა - უკვე მესამე გოლი გაუტანა. ნაჩოს შეცვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თავიდანვე ტრავმაზე ეჭვობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "რეალის" მცველს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ ბეილის გამო, მან სამი თვის მერე პირველად განიცადა ფეხბურთის თამაშის სიხარული. გარეთი განსაკუთრებული ფეხბურთელია. რონალდომ კარგად ითამაშა, უმთავრესად, პარტნიორებზე ზრუნავდა. ასე რომ, არა მგონია, გაბრაზებული იყოს, რომ მოედნიდან უგოლოდ გავიდა. ის ყოველთვის გვახარებს გადამწყვეტ მომენტებში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

4 წუთი და 43 წამი დასჭირდა შეცვლაზე შესულ კევინ გამეიროს ჰეთ თრიკის შესასრულებლად, რომლის წყალობითაც "ატლეტიკომ" ხიხონში დაამარცხა "სპორტინგი". სხვათა შორის, ფერეირა-კარასკოს გოლი II ტაიმის მე-13 წამზე ლა ლიგაში ბოლო 8 წლის განმავლობაში უსწრაფესია (II ტაიმებში). კევინმა ჰეთ თრიკი ბებიას უძღვნა, რომელიც გასულ კვირას გარდაეცვალა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებები გადამწყვეტი გამოდგა. ამით ჩვენი გუნდის თამაში უფრო დაბალანსდა. მიხარია კევინის გამო, არ არის იოლი, "სპორტინგს" 5 წუთში სამი გოლი გაუტანო. ჩვენ ყოველთვის გვიჭირს ხიხონში თამაში".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სევილიამ" "ეიბარს" ანალოგიური სცენარით მოუგო, როგორც ეს "რეალმა" გააკეთა "ესპანიოლთან" თამაშში - დაწინაურდა და, როცა მეტოქე შეტევებში გაერთო, ბოლოს კიდევ გაუტანა. სტევან იოვეტიჩმა ორი საგოლე პასი მიითვალა (აქაც ანალოგია, ისკოს ორ საგოლე პასთან), მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ვიტოლომ გაიტანა (ბეილიც ხომ შეცვლაზე შევიდა).

"ანოეტაზე" თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან "რეალ სოსიედადი" და "ვილიარეალი" უშუალო კონკურენტები არიან. ასე რომ, სამუ კასტილიეხო, რომელმაც გამარჯვების გოლი მე-4 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ნამდვილი გმირია.

ერნესტო ვალვერდემ 290-ედ გაიყვანა "ატლეტიკი" სათამაშოდ და ამით მწვრთნელი ბილბაოელთა ისტორიაში ჩაეწერა (ამდენ მატჩში ბასკური გუნდი არავის გაუწვრთნია), თუმცა დასუსტებული "ვალენსიასგან" "ბილბაოს" უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა, ნანის სიმონე ძაძა არ ჩამორჩა, რომელმაც ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა. ძალიან კარგად ითამაშა "ღამურების" ახალწვეულმა ფაბიან ორელიანამ, რომელიც გუნდში "სელტადან" მივიდა.

"ბარსა" "რეალს" მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ლუის ენრიკეს გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და 16 მატჩია, დაუმარცხებელია. ლეო მესიმ ბოლო 17 ტურში 17 გოლი გაიტანა... მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია, გუნდს რომ პრობლემები აქვს, "ლეგანესთან" რის ვაი-ვაგლახით, პენალტისა და ტერ-შტეგენის სუპერთამაშის წყალობით მოგებულმა შეხვედრამაც აჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIII ტური
გრანადა-ბეტისი 4:1
გოლები: 1:0 კარსელა-გონსალესი (18), 2:0 ა. რამოსი (28), 3:0 ა. პერეირა (33), 4:0 ა. რამოსი (64), 4:1 პეტროში (75)
გრანადა (5-3-2): ოჩოა - ფულკიე, ჰონგლა, ინგასონი, გ. სილვა, ლიტრი (72. კუენკა) - ა. პერეირა, აგბო, კარსელა-გონსალესი (79. პ. კონე) - ვაკასო (70. სამპერი), ა. რამოსი
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი (70. სეხუდო), მანდი, დონკი (46. სანაბრია), ტოსკა, დურმისი - პარდო, პეტროში, ჟ. მარტინი - ალეგრია (61. ნ. ლეივა), რ. კასტრო
გაძევება: ნ. ლეივა (66), ა. პერეირა (66)
მაყურებელი: 15 927

სპორტინგი-ატლეტიკო 1:4
გოლები: 0:1 ფერეირა-კარასკო (46), 1:1 ს. ალვარესი (49), 1:2 გამეირო (80), 1:3 გამეირო (81), 1:4 გამეირო (85)
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, კანელია - ს. ალვარესი, ვესგა - დ. პერეირა, მ. გომესი (84. ჩოპი), ბურგუი (84. ვ. როდრიგესი) - ლ. ტრაორე (76. კ. კასტრო)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (62. გამეირო), გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (68. თომასი) - გრიზმანი, ფ. ტორესი (62. ს. ნიგესი)
მაყურებელი: 24 480

რეალი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 მორატა (33), 2:0 ბეილი (83)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, პეპე, ვარანო, ნაჩო (81. მარსელო) - ისკო, კროოსი, კოვაჩიჩი (61. კაზემირო) - ლ. ვასკესი, მორატა (71. ბეილი), რონალდო
ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დ. რეიესი, დ. ლოპესი, ო. დუარტე, კარიკოლი - ფუეგო, დიოპი - ხ. რეიესი (46. ე. პერესი), ხურადო (82. ა. ვასკესი), პიატი - ჟ. მორენო
მაყურებელი: 75 606

დეპორტივო-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 მ. გარსია (68-პენ)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ლუიზინიო - გილერმე, ბორხესი (71. ხოსელუ) - გამა (83. ფახრი), ჩოლაქი, კაკუტა (56. ხილი) - ანდონე
ალავესი (4-4-2): პაჩეკო - კიკო, ფედალი, ლაგუარდია, ტ. ერნანდესი - კამარასა, მ. ლორენტე, მ. გარსია, იბაი (62. სობრინო) - ტოკერო (90. ვიგარაი), დეივერსონი
მაყურებელი: 19 663

სევილია-ეიბარი 2:0
გოლები: 1:0 სარაბია (30), 2:0 ვიტოლო (91)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო (46. მარიანო), რამი, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ნასრი (70. კრანევიტერი) - ფ. ვასკესი, იოვეტიჩი, სარაბია - ბენ იედერი (59. ვიტოლო)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, მ. დოს სანტოსი, ლეჟონი, არბილია (67. ლუნა) - ესკალანტე, ფ. რიკო - პედრო ლეონი, ადრიანი (67. ბებე), პენია (82. ნანო) - ენრიჩი
მაყურებელი: 33 816

სოსიედადი-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 კასტილიეხო (94)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (71. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა, ხუანმი (66. ოლა ჯონი), ოიარზაბალი (79. კონჩა)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაჩო, ალვარო, ხ. კოსტა - ჯონ. დოს სანტოსი (68. სანსონე), ტრიგეროსი (46. რ. ერნანდესი), ბრუნო სორიანო, ჩერიშევი (79. კასტილიეხო) - ბაკამბუ, ადრიანი
მაყურებელი: 21 691

ვალენსია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ნანი (13), 2:0 ძაძა (45)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია (79. კანსელო), გარაი, მანგალა, სიკეირა - პარეხო, ე. პერესი (71. სოლერი) - ელ ჰადადი, ორელიანა (84. ბაკალი), ნანი - ძაძა
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი (30. ეჩეიტა), საბორიტი - სან ხოსე, იტურასპე (53. ვილიამსი) - ლეკუე (53. ადურისი), რაულ გარსია, მუნიაინი - ერასო
მაყურებელი: 36 317

სელტა-ოსასუნა 3:0
გოლები: 1:0 სისტო (23), 2:0 ხოსაბედი (87), 3:0 ასპასი (89)
სელტა (4-3-3): ბლანკო - ხონი, ს. გომესი, ფონტასი, პლანასი - ვასი, რადოია, მ. დიასი - სისტო (61. ხოსაბედი), ჯ. როსი (73. ასპასი), ბონგონდა (85. ჰიულზაგერი)
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ბერენგერი, ოიერი, დ. გარსია, ვუიადინოვიჩი, კლერკი - დე ლას კუევასი (69. მერიდა), ჩაუშიჩი, რ. ტორესი - რიერა (84. კოდრო), ს. ლეონი (79. რივიერი)
მაყურებელი: 15 556

ბარსელონა-ლეგანესი 2:1
გოლები: 1:0 მესი (4), 1:1 უ. ლოპესი (71), 2:1 მესი (89-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, უმტიტი, მატიო, დინი (81. ალბა) - რაფინია (80. დ. სუარესი), რაკიტიჩი, ანდრე გომეში (80. ინიესტა) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ტიტო, მანტოვანი, სიოვასი (87. ინსუა), დ. რიგო - ალბერტო, მორანი (65. უ. ლოპესი) - ელ ჟარი, გაბრიელი, შიმანოვსკი (70. მაჩისი) - გერერო
მაყურებელი: 63 378

ორშაბათი. 20 თებერვალი
მალაგა-ლას პალმასი 23:45

ბომბარდირები: 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იაგო ასპასი (სელტა).

გამოტოვებული მატჩი
22 თებერვალი:
ვალენსია-რეალი.

მომდევნო ტური
24 თებერვალი:
ლას პალმასი-რეალ სოსიედადი;

25 თებერვალი:
ალავესი-ვალენსია, ბეტისი-სევილია, ლეგანესი-დეპორტივო, ეიბარი-მალაგა;

26 თებერვალი:
ესპანიოლი-ოსასუნა, ატლეტიკო-ბარსელონა, ბილბაო-გრანადა, სპორტინგი-სელტა, ვილიარეალი-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესისნაირი არაკაცი ფეხბურთელი არ არსებობს .ჯერ ბავშვობის ტრენერი გააგდებინა ინიესტა და ხავი რატომ აქოო,ახლა სამი ფეხბურთელის გაშვება ითხოვს.მოკლედ მაგარი არამზადაა.არგენტინის ნაკრებს ფაქტიურად ეგ აყენებს.იმიტომაც მისდითცუდად საქმე.
მარადონა
13:30 21-02-2017
0
"ტერ-შტეგენის სუპერთამაშის"
სუპერ თამაშია ეგ?
ბრავო არ უნდა გაეშვათ. ბრავო გაუშვეს და ეს მაიმუნი დარჩა.
აჩიკო
17:25 20-02-2017
0

სიახლეები პოპულარული