ტურის ცენტრალური მატჩი "სანჩეს პისხუანზეა", სადაც "სევილია" "ბილბაოს" მასპინძლობს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ბოლო ხანებში ნაკლებად დამაჯერებელია და ის ნელ-ნელა შორდება ევროზონას. კრიზისის არა, მაგრამ შეფერხების მანიშნებელი იყო ორი 0:2, ჯერ "ვალენსიასთან", შემდეგ კი კვიპროსულ აპოელ-თან.
რა თქმა უნდა, ვალვერდეს
ხორხე სამპაოლის დიდი ხანია, არ ჰყავს ტრავმირებული კრონ-დელი, ვერ თამაშობენ ტრემულინა, ლონგლე და კარლოს ფერნანდესი. სტუმართა სავარაუდო დანაკარგი უფრო დიდია, ტრავმირებულია და საეჭვოა არიც ადურისის თამაში. ასევე, ალბათ, არ იქნებიან ემერიკ ლაპორტი, ოსკარ დე მარკოსი და მეკარე კეპა არიზაბალაგა.
ერთპიროვნული ლიდერი "რეალი" "ლას პალმასს" მასპინძლობს. ჯერ კიდევ დიდი ვნებათაღელვაა "ვილიარეალთან" მატჩთან დაკავშირებით. ვალენსიური კლუბის ბოსები მსაჯებს "სამეფო კლუბისადმი" მიკერძოებულ მსაჯობას აბრალებენ.
"ვილიარეალის" პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა განაცხადა, რომ მატჩის არბიტრმა სტადიონი "რეალის" ხელჩანთით დატოვა. საეჭვო იყო ეპიზოდი პენალტთან დაკავშირებით, ბრუნო სორიანოს ხელში ბურთი მართლაც შემთხვევით მოხვდა. "ვილიარეალის" თავკაცს სხვებიც აჰყვნენ. მაგალითად, ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ ამ სეზონში "სამეფო კლუბს", სულ მცირე, 8 ქულა მაინც "აჩუქეს" მსაჯებმა.
ამ თამაშს კიდევ ერთხელ ვახსენებთ, სერხიო ასენხო მართლაც ძალიან ნიჭიერი და ამავე დროს, უიღბლო გოლკიპერია. მან "რეალთან" მატჩში ისეთი ტრავმა მიიღო, რომ 6 თვის გამოტოვება მოუწევს. მან მუხლის მყესები გაიწყვიტა. სხვათა შორის, მსაჯი ხესუს ხილ მანსანო, რომელსაც "რეალის" სასარგებლოდ მსაჯობა დააბრალეს, ამჯერად "ბარსელონას" დაუნიშნეს, მომდევნო ტურში "სელტასთან" დაპირისპირებაში".
"ლას პალმასთან" შეხვედრაში "რეალს" ყოფილი ფორვარდი ხესე როდრიგესი დაუპირისპირდება, რომელსაც, რაც "რეალი" დატოვა, უიღბლო პერიოდი აქვს. ის ახლა პსჟ-დან არის განათხოვრებული "ლას პალმასში".
რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, რონალდო.
"ბარსელონას" დარჩენისთვის მებრძოლი ხიხონის "სპორტინგი" სტუმრობს. არდა თურანმა გამოჯანმრთელება მოასწრო და მისი თამაში ხიხონელთა წინააღმდეგ არ არის გამორიცხული.
ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, დინი - რაფინია, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.
სამშაბათი. 28 თებერვალი
სოსიედადი-ეიბარი 22:30
მალაგა-ბეტისი 00:30
ვალენსია-ლეგანესი 00:30
ოთხშაბათი. 1-ლი მარტი
ოსასუნა-ვილიარეალი 22:30
ბარსელონა-სპორტინგი 22:30
სელტა-ესპანიოლი 00:30
რეალი-ლას პალმასი 00:30
გრანადა-დეპორტივო 00:30
ხუთშაბათი. 2 მარტი
დეპორტივო-ატლეტიკო 23:45
სევილია-ბილბაო 00:30
ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - იაგო ასპასი (სელტა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"