ჟერარდ პიკე: არ მიყვარს ის ხალხი, ვინც "ბერნაბეუზე" ლოჟაში სხედან

AutoSharing Option
ჟერარდ პიკემ კიდევ ერთხელ აღაშფოთა მადრიდი და ნახევარი ესპანეთი. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი კრიტიკული კომენტარი გააკეთა "რეალის" თაობაზე.

მან განაცხადა, რომ "რეალი" ბრძოლას უსამართლო მეთოდებით იგებს ხოლმე, რომ მას არ მოსწონს "რეალის" ფილოსოფია, "სამეფო კლუბის" პრინციპები და რომ იქ არასოდეს იმუშავებს. ამ განცხადებებმა "რეალის" ხელმძღვანელობა ჩააფიქრა. კლუბის იურისტებს დაევალათ, გამოეკვლიათ, არსებობს თუ არა საფუძველი სასამართლოში ჩივილის, თუმცა ბოლოს "რეალის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პიკეს გამონათქვამებს უპასუხოდ დატოვებენ.

"რაული? მე არ მიყვარს "რეალის" ფასეულობები, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ რაული
ბოლომდე ერთგული იყო გუნდის. "რეალის" ფეხბურთელების დიდ ნაწილს პატივს ვცემ და მათთან ვმეგობრობ, მაგრამ არ მიყვარს ის ხალხი, ვინც "ბერნაბეუზე" ლოჟაში სხედან. ერთხელ მე იქ ის ადამიანი ვნახე ფლორენტინო პერესთან ერთად, რომელმაც მესის და ნეიმარს ათასი სისულელე დააბრალა. ის სულ სხვანაირად ექცეოდა რონალდოს.

ასე რომ, მე არ მიყვარს "რეალის" გზა. აქ უნდა აღვნიშნო მოურინიოც. უბრალოდ, რასაც ვამბობ, ალალად ვამბობ და არც ვნანობ ამის გამო", - თქვა პიკემ "მარკასთან" საუბარში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული