ესპანეთი. ლა ლიგა. "რეალი" თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ ვიგოში მადრიდის "რეალმა" 4:1 გაანადგურა "სელტა" და ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა "სამეფო კლუბს" ტიტულს მხოლოდ ერთი რამ ჩამოაშორებს სანუკვარ ტიტულს, თუ თავად წააგებს ბოლო ტურში და "ბარსელონა" იმარჯვებს, სხვა შემთხვევაში ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონია. "რეალი" ბოლო ტურში "მალაგას" ესტუმრება.

მადრიდელები კრიშტიანო რონალდომ ორივე ტაიმის დასაწყისში თითო გოლით 2:0 დააწინაურა, შემდეგ კი მსაჯმა აურია, როცა იაგო ასპასი სიმულაციისთვის გააძევა. 10-კაციანმა "სელტამ" გაიბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

"რეალმა" გოლების სერია 63 მატჩამდე გააგრძელა...

სელტა-რეალი 1:4
გოლები: 0:1 რონალდო (10), 0:2 რონალდო (48), 1:2 გუიდეტი (69), 1:3 ბენზემა (70), 1:4 კროოსი (88)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - ვასი, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ხოსაბედი (72. მარსელო დიასი), სისტო (80. შეიხი) - გუიდეტი (86. ბოვიუ)
რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო (71. კოვაჩიჩი), მოდრიჩი - ისკო (84. ლუკას ვასკესი) - ბენზემა, რონალდო (84. ასენსიო)
გაძევება: ასპასი (62)
მაყურებელი: 22 838

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგრა ცდები პეპეს რომ უშვებ ვარანი უნდა გაუშვა პეპე კიარა ასე კაი ფეხბურტელებს დაკარგავთ რეალის პრეზიდენტია გასაგდები ასეთ კაი ფეხბურთელებს რომ კარგავს შენ კიდევ ძალიან აგივარდა თავში რომ არათამაშებ შენც უნდა მიყვე უკან პრეზიდენტს გაიგე
გოჩა
06 ივნისი 2017 10:08
0
სამი დღე გავიდა, რაც რეალმა გამოტოვებული მატჩი ითამაშა.. გათამაშების ცხრილი შეავსეთ ეეე!
ვაა
20 მაისი 2017 20:31
0
მე ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ზუსტად ისეთივე სიამოვნებით ვუყურებ რეალის ფანტასტიკურ თამაშს,ერთი ეგ არის ,რომ მსაჯები ძალიან ხშირად სცოდავენ და ფასს უკარგავენ დიდებული გუნდების გამარჯვებებს.აქ მხოლოდ რეალზე არ არის საუბარი,იგივეა ბარსას შემთხვევაშიც,ბაიერნის,იუვენტუსის და სხვა.
გასაგებია,რომ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ სიმპათიები,ვარსკვლავებიც აგრესიული თამაშისაგან უნდა დაიცვა,მაგრამ ობიექტურობას არ უნდა გადააბიჯო და ყველაზე ძნელი ალბათ ამ ბალანსის დაცვაა მაჯებისათვის.
სოსო
20 მაისი 2017 09:02
0
ძვირფასო რეალის ფანებო, ჩემს "ოქროს სიტყვებში" თქვენ მთავარი ვერ ამოიკითხეთ: არავინ არ იძახის, რომ წელს რეალი ბარსას არ სჯობია. მე შეიძლება საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ვიყო ტენდეციური, თორემ ამ შემთხვევაში ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ბარსა სერიოზულ კრიზისშია, და რეალი რეალურად სჯობს წელს.
თორემ მასე, რონალდოს პენალიც საკმოად საეჭვო იყო კლასიკოში, და არც დეპორთან კარის ხაზს ნახევარი მეტრით გადაცდენილი და არჩათვლილი გოლიც შეგვიძლია გავიხსენოთ; და ამავე დროს პსჟ-თან დაუმსახურებელი პენალტიც იყო. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ არ ჭირდება! ახლადელ რეალს ასეთი უხეში მიდგომა მსაჯების! ისედაც საუკეთესოა!
მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეალი ისედაც გაივლიდა ბაიერნის ბარიერს; მაგრამ ის უმსგავსოება რაც კაშაიმ ჩაიდინა იმ საღამოს... მუდმივად იქნება სალაპარაკო, რელას მსაჯმა მოაგებინაო.
მოკლედ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გილოცავთ რეალის ჩემპიონობას:)
ბიკენტი
19 მაისი 2017 10:59
0
ბარსას ფანებო ახლა მაინც ჩაჩუმდით!
gverda
18 მაისი 2017 17:09
0
ჩემო ბიკენტი!ნოუ კამზე პირველ ტაიმში ორი არ დანიშნული პენალტი ბარსას კარში.პიკეს თამაშგარედან გატანილი გოლი და მასკერანოს არ გაგდება.ამაზე მეტი რა უნდა დაგეხმაროს მსაჯმა.
namere
18 მაისი 2017 15:13
0
2 წელია რეალი უკეთესია ბარსაზე.ეს იმიტომ რომ კრისტიანო სასწაულებს ახდენს მნიშვნელოვან თამაშებში,ხოლო მესიმ ბოლო 2 სეზონი ჩააგდო.თანაც ნაკრებშიც.რონალდო მეორე ახალგაზრდობას განიცდის.ერთმანეთზე უკეთესი ბურთები გააქვს.5 ბურთი ბაიერნს და 3 ატლეტიკოს თანაც პლეიოფებში ეს ფანტასტიკაა.ასეთი რამ არავის გაუკეთებია.გულის მოსაფხანად რაც არ უნდა მსაჯებს დააბრალოთ ამით რეალის მართლაც სანახაობრივ და ვაჟკცურ თამაშს ვერაფერს დააკლებთ.
შეეგუეთ
18 მაისი 2017 14:57
0
ჩემო უტკბილესო ბიკენტი!
ტქვენს "ანალიტიკურ" აზროვნებას თუ დავუჯერებთ, ბარსასთანაც უნდა დაგვხმარებოდა მსაჯი და ესპანეთის საფეხბურთო ფედერაცია და რეალის ჩემპიონობაც ადრევე ექნებოდა განაღდებული. თქვენს "ოქროს" სიტყვებს რომ მივყვეთ, მაშინ "პსჟ"-თან უეფა დაეხმარა ხომ ბარსას, მსაჯი მოისყიდა და...
შენთვის არასასიამოვნო სიტუაციის ანალიზი კაცურად უნდა შეგეძლოს და გადაიტანო უნდა, ესაა უპირველესი!
უტა
18 მაისი 2017 13:16
0
დიახ, დონ ფლორენტინოს უჩინარი ხელი ბევრ რამეს აკონტროლებს ესპანურ და არა მარტო ესპანურ ფეხბურთში.
მაგრამ ობიექტურობისთვის ისიც გეთქვა ჩემო ბიკენტი, რომ მთავარი კონკურენტის - ბარსას სასარგებლოდაც სცოდავენ შავფორმიანები. მთელი წელი პენალტი არ დანიშნულა მათ კარში, მალაგას უეჭველი გოლი გაუუქმეს, რონალდოზე პენალტი არ დადეს კლასიკოში, ლას პალმასთან 0:0-ზე ხესე ერთი ერთზე გადიოდა და დინმა წააქცია უკნიდან. 100%-იანი გასაგდები იყო. და კიდე ვინ მოსთვლის ?
ასე რომ...
korben dallas
18 მაისი 2017 13:07
0
წინა ტურში,0:0-ზე, ბარსას რომ არ გაუგდეს მოთამაშე,-ის არაფერი...
ბესო
18 მაისი 2017 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული