ესპანეთი. ლა ლიგა. "რეალი" თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ ვიგოში მადრიდის "რეალმა" 4:1 გაანადგურა "სელტა" და ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა "სამეფო კლუბს" ტიტულს მხოლოდ ერთი რამ ჩამოაშორებს სანუკვარ ტიტულს, თუ თავად წააგებს ბოლო ტურში და "ბარსელონა" იმარჯვებს, სხვა შემთხვევაში ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონია. "რეალი" ბოლო ტურში "მალაგას" ესტუმრება.

მადრიდელები კრიშტიანო რონალდომ ორივე ტაიმის დასაწყისში თითო გოლით 2:0 დააწინაურა, შემდეგ კი მსაჯმა აურია, როცა იაგო ასპასი სიმულაციისთვის გააძევა. 10-კაციანმა "სელტამ" გაიბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

"რეალმა" გოლების სერია 63 მატჩამდე გააგრძელა...

სელტა-რეალი 1:4
გოლები: 0:1 რონალდო (10), 0:2 რონალდო (48), 1:2 გუიდეტი (69), 1:3 ბენზემა (70), 1:4 კროოსი (88)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - ვასი, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ხოსაბედი (72. მარსელო დიასი), სისტო (80. შეიხი) - გუიდეტი (86. ბოვიუ)
რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო (71. კოვაჩიჩი), მოდრიჩი - ისკო (84. ლუკას ვასკესი) - ბენზემა, რონალდო (84. ასენსიო)
გაძევება: ასპასი (62)
მაყურებელი: 22 838

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ძვირფასო რეალის ფანებო, ჩემს "ოქროს სიტყვებში" თქვენ მთავარი ვერ ამოიკითხეთ: არავინ არ იძახის, რომ წელს რეალი ბარსას არ სჯობია. მე შეიძლება საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ვიყო ტენდეციური, თორემ ამ შემთხვევაში ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ბარსა სერიოზულ კრიზისშია, და რეალი რეალურად სჯობს წელს.
თორემ მასე, რონალდოს პენალიც საკმოად საეჭვო იყო კლასიკოში, და არც დეპორთან კარის ხაზს ნახევარი მეტრით გადაცდენილი და არჩათვლილი გოლიც შეგვიძლია გავიხსენოთ; და ამავე დროს პსჟ-თან დაუმსახურებელი პენალტიც იყო. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ არ ჭირდება! ახლადელ რეალს ასეთი უხეში მიდგომა მსაჯების! ისედაც საუკეთესოა!
მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეალი ისედაც გაივლიდა ბაიერნის ბარიერს; მაგრამ ის უმსგავსოება რაც კაშაიმ ჩაიდინა იმ საღამოს... მუდმივად იქნება სალაპარაკო, რელას მსაჯმა მოაგებინაო.
მოკლედ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გილოცავთ რეალის ჩემპიონობას:)
ბიკენტი
10:59 19-05-2017
0
სამი დღე გავიდა, რაც რეალმა გამოტოვებული მატჩი ითამაშა.. გათამაშების ცხრილი შეავსეთ ეეე!
ვაა
20:31 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული