ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ "ბარსელონას" არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელ ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის მამას, ხორხე ორასიო მესის პატიმრობის ვადა 21 თვიდან 15 თვემდე შეუმცირდა, ხოლო ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობის ვადა ძალაში დარჩა. ასევე ძალაში დარჩა 2.1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, რომელიც ლიონელ მესიმ უნდა გადაიხადოს.

ლიონელ მესის ბრალი სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედებოდა.

ბარსელონას სასამართლომ
ლიონელ მესისა და მამამისს განაჩენი გასული წლის ივლისში გამოუტანა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ დანაშაული პირველად არის ჩადენილი და გათვალისწინებული სასჯელი 2 წელს არ აღემატება, მსჯავრდებულს საშუალება ეძლევა, სასჯელი ციხეში არ მოიხადოს.

ლიონელ მესისა და მამამისს ბრალი ედებოდათ გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ სახელმწიფოს ხაზინაში 4.1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი არ შეიტანეს. გამოძიების მონაცემებით, ლიონელ მესიმ მოგების გადასახადი 2007, 2008 და 2009 წლებში არ გადაიხადა. სასამართლოზე მესიმ განაცხადა, რომ ფინანსური საკითხებით მამამისი იყო დაკავებული, ხოლო ის არასოდეს ინტერესდებოდა გადასახადების საკითხით.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა თავიდან 3-წლიან პატიმრობას ითხოვდა მესისთვის და მისი მამისთვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"პერედაჩები" რონალდოს უფრო დასჭირდება,რას იზამს შამპუნების და კრემების გარეშე ??? ქერტლი შეჭამს !!!!:DDDD...
მიშა63
25 მაისი 2017 14:13
0
დააკავეთ ციხის საფეხბურთო გუნდს მოუხდება მაგრად. :D
xvistani
25 მაისი 2017 09:59
0
პერედაჩები როდის შევუგზავნოთ ?
niko
24 მაისი 2017 22:45
0
შეახოცა მამამის ხელი?
გია
24 მაისი 2017 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული