მადრიდის "რეალი" - ტეო ერნანდესმა ოცნება აიხდინა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა ტეო ერნანდესის ტრანსფერი. ეს ამბავი "ატლეტიკომაც" დაადასტურა. სატრანსფერო ფასი ოფიციალურად არ გახმაურებულა.

ასე რომ, ახალი სეზონიდან 19 წლის ფრანგი ტალანტი "რეალის" დაცვის მარცხენა ფლანგს გაამაგრებს. იგი შეეცდება, ბრაზილიელ მარსელოს კონკურენცია გაუწიოს.

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ "რეალი" "ატლეტიკოს" 26 მილიონ ევროს გადაუხდის, რათა ამ ორ კლუბს შორის მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ ტეოს უფროსი ძმა ლუკა "ატლეტიკოს" ფეხბურთელია, ხოლო თავად "ალავესში" განათხოვრებული იყო.

ტეო ერნანდესს არაერთხელ განუცხადებია, რომ ბავშვობიდან "სამეფო კლუბის" ფანი იყო და
სულ იქ თამაშზე ოცნებობდა. ახლა კი მას ეს ოცნება აუხდა.

ტეოს ოფიციალური პრეზენტაცია 10 ივლისს დაინიშნა. "ლოს მერენგესთან" თინეიჯერმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა - ის 2023 წლამდე "რეალის" საკუთრებაა.

"დიდი ხნის განმავლობაში ველოდი ამ მომენტს და აი, ისიც დადგა", - ასე გამოეხმაურა ტეო საკუთარ ტრანსფერს "ტვიტერზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული