"ღამურების" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილ მეკარესთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.
იტალიური პრესის ცნობით, "იუვენტუსი" 7 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ფასი, შესაძლოა, 9 მილიონამდე გაიზარდოს.
ბრაზილიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის რეზერვისტი ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო. ნეტომ "იუვენტუსში" 22 თამაში ჩაატარა და 5 ტიტული მოიგო.