ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ადნან იანუზაის სან სებასტიანში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

22 წლის შემტევი ნახევარმცველი ბასკურ კლუბს ადრეც უნდოდა, როდესაც "ანოეტაზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი მუშაობდა. მას იანუზაი ძალიან მოსწონს.

სწორედ ამ მიზეზის გამო შოტლანდიელმა ადნანს "სანდერლენდშიც" უხმო. შემტევი იქაც იჯარის წესით ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმების გამო თავი ვერაფრით გამოიჩინა.

იანუზაიმ თქვა, რომ განათხოვრებებით დაიღალა და ან გამყიდეთ, ანაც შანსი მომეცითო. ჟოზე მოურინიომ იგი ამერიკის ტურნეს განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც ამბობენ, ტრანსფერი სულ ცოტა ხანში გაოფიციალურდება და "წითელი ეშმაკები"
ნიჭიერ ნახევარმცველში 9,8 მილიონ გირვანქას მიიღებენ. იანუზაიმ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლოს არა უკვე გადავიდა(
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული