პრიმერაში წილი ყარეს: "კლასიკო", შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომელი გუნდი ვის და როდის დაუპირისპირდება.

პირველი ტურის წყვილები ასე გამოიყურება:
დეპორტივო-რეალი
ვილიარეალი-ლევანტე
სელტა-სოსიედადი
ბარსელონა-ბეტისი
ლეგანიესი-ალავესი
სევილია-ესპანიოლი
ატლეტიკი-ხეტაფე
მალაგა-ეიბარი
ატლეტიკო-ჟირონა
ვალენსია-ლას პალმასი

ესპანური ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება, "ელ კლასიკო", მე-17 და 36-ე ტურებში, 20 დეკემბერსა და 6 მაისს გაიმართება. პირველ მატჩს მადრიდი უმასპინძლებს, ხოლო მეორეს - ბარსელონა.

პრობლემა ისაა, რომ 6-16 დეკემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, რომელში მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალიც" მიიღებს. ამის გამო, სავარაუდოდ, პირველი
"ელ კლასიკოს" თარიღს 21 დეკემბრისთვის გადაწევენ. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, ესპანეთში დაბრუნებულ ზინედინ ზიდანის დაღლილ გუნდს, პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად, ცოტა დრო ექნება.

ესპანურ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა, "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება გადაიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული