"უესკას" საჩუქარი ფანებს: წლიური აბონემენტი ტატუს სანაცვლოდ

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბმა "უესკამ" გამოაცხადა, რომ იმ ფანს, ვინც სხეულზე კლუბის ლოგოს ტატუს გაიკეთებს, სეზონურ აბონემენტს აჩუქებს.

გარდა ამისა, კლუბი მზადაა, მათ ტატუირების თანხის ნაწილიც გადაუხადოს - 60 ევრო.

არაგონული კლუბი გულშემატკივრებს სხვა საინტერესო ფასდაკლებებსაც სთავაზობს. მათი მიზანია, ამ ზაფხულს 4-5 ათასი სეზონური აბონემენტის გაყიდვა.

"უესკას" პრიმერა დივიზიონში არასოდეს უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული