მესის დუბლი - "ბარსელონა" "ატლეტიკოს" მიუჩოჩდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 27-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "უესკა".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 21 გოლით ბომბარდირია. ლეომ ტოპ 5-ის ჩემპიონატებში ზედიზედ მე-13 სეზონში პირველმა გაიტანა 20+ გოლი. მან "ბარსაში" 767-ე მატჩი ჩაატარა და ხავის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, ჩემპიონატზე საჯარიმოს გარედან 85-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

გრიზმანმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში პირველად გაიტანა, მის ანგარიშზე კი პრიმერაზე 150 გოლია (16 ბარსელონაში). 21 წლის მინგესამ ლა ლიგაზე პირველად გაიტანა.

"ბარსელონა" ჩემპიონატზე უკანასკნელ 17 მატჩში
დაუმარცხებელია (14 მოგება და 3 ფრე), მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 4 ქულით ჩამორჩება და 22 მარტს სტუმრად "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ბარსა წიიიინ!
barsa
09:44 16-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული