ჩავი: "ვალიადოლიდთან" გამარჯვებას ტიტო ვილანოვას ვუძღვნით [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 17-ე ტურში "ვალიადოლიდთან" გამარჯვებას (3:1) თავის მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას უძღვნის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში 2012 წლის 91-ე გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, რომელმაც მასპინძელთა კარი 59-ე წუთზე დალაშქრა. მანამდე თავი ჩავიმ 43-ე წუთზე გამოიჩინა, მატჩის ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში ტელიომ დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).

ამის შესახებ კატალონიელთა ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა.

"გვინდა ეს გამარჯვება ტიტოს მივუძღვნათ. მას ახლა არცთუ კარგი დროება უდგას, თუმცა რაც მთავ
არია, ახლა შინ იმყოფება და ეს უკვე კარგია.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ჩვენ კი თავი არ დავზოგეთ იმისათვის, რომ მისთვის გამარჯვება მიგვეძღვნა.

ამის გარდა, ეს გამარჯვება კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენ მდგომარეობას სატურნირო ცხრილში",
- აქვეყნებს ჩავის მიერ მატჩის შემდეგ ნათქვამ სიტყვებს Goal.com.

"ვალიადოლიდიდან" 89-ე წუთზე გერა გამოირჩა.

ესპანეთის ჩემპიონატის 17-ე ტურის შემდეგ ლიდერი "ბარსელონა" მადრიდის "რეალს", რომელმაც ბოლო ტურში "მალაგასთან" სტუმრად წააგო, უკვე 16 ქულით უსწრებს.

ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა - ვინ არის "ბარსელონას" დროებითი მწვრთნელი?
ტიტო ვილანოვა საოპერაციოში შესვლამდე: ჩემ გამო ნუ ინერვიულებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული