ესპანეთს ჩაბი ალონსოს შემდეგ ჩავიც დააკლდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა ჩაბი ალონსოს შემდეგ კიდევ ერთი ნახევარმცველი დაკარგა ურუგვაისთან ამხანაგური მატჩისთვის - ჩავი ერნანდესმა "ვალენსიასთან" შეხვედრაში მუხლის ხრტილი დაიზიანა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს.

ჩავი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამოცვალეს "ვალენსიასთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, ჯერ უცნობია, თუმცა 6 თებერვალს დოჰაში ის ნამდვილად არ გაემგზავრება.

ვისენტე დელ ბოსკემ ჩაბი ალონსოს ნაცვლად "ატლეტიკოს" ნახევარმცველი მარიო სუარესი გამოიძახა, ჩავის შემცვლელი კი ჯერ არ დაუსახელებია.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრებმა ჩაბი ალონსო დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული