"ბარსელონა" ჟერარდ დეულოფეუს "დორტმუნდში" უშვებს

AutoSharing Option
"ფუტბოლ ესპანიას" ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ახალგაზრდა ფორვარდი ჟერარდ დეულოფეუ ერთწლიანი იჯარით დორტმუნდის "ბორუსიაში" გაუშვას.

დეულოფეუმ ახლახან 2017 წლამდე გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი, თუმცა ნეიმარის დამატების შემდეგ მისი შანსი, გაისად პირველ გუნდში მოხვდეს, შემცირდა. ამიტომ "ბარსელონა" კარგ ვარიანტს ეძებს, რომ ფეხბურთელი არ დარჩეს უთამაშებელი. დეულოფეუ უკვე გადაიზარდა "ბარსას" სარეზერვო გუნდისთვის და სეგუნდაში თამაში ვერაფერს შემატებს. ჟერარდმა ამ სეზონში სეგუნდა დივიზიონში 18 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, დეულოფეუს დამატება "აიაქსს" და "რეალ სოსიედადსაც" სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული