27 ივნისს მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბმა "მალაგას" 21 წლის ნახევარმცველი ისკო შეიძინა.
"კლუბმა შეიძინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი, 2012 წლის "ოქროს ბიჭის" ლაურეატი ისკო, რომელმაც ახლახან ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო", - ვკითხულობთ საიტზე.
ფრანსისკო რომან ალარკონი (ისკო) მომავალ 5 სეზონს "სამეფო კლუბში" გაატარებს.
ოთხშაბათს, 3 ივლისს, ისკო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მას "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგენენ. "ლევერკუზენიდან" დანი კარვახალის დაბრუნების შემდეგ ისკო "რეალის" მეორე შენაძენია ამ ზაფხულს.
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: გარდამავალი ეტაპი ზიზუმდე?
15:33 27-06-2013
ოფიციალურად: ისკო მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული