"ყველა მიჩვეულია, რომ ესპანეთის ნაკრები მუდამ იმარჯვებს, თუმცა ყოველთვის მოგება არც ისე ადვილია, როგორც ეს გარედან ჩანს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ რამე გვაქვს დასამტკიცებელი, ძალიან ცდება.
ორი ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ, ამიტომ კონფედერაციათა თასის ფინალში მარცხი მხოლოდ მოტივაციას შეგვმატებს.
ერთი წლის შემდეგ ბრაზილიაში დავბრუნდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ", - თქვა ტორესმა.
აქვე გეტყვით, რომ ტორესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" გადაეცა.
გამომდინარე აქედან, ფრედს "ვერცხლის ბუცი" გადაეცა, ხოლო მის თანაგუნდელ ნეიმარს (4 გოლი) - "ბრინჯაოს ბუცი".
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკული ფეხბურთის ზეიმი [VIDEO]