ფერნანდო ტორესი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ რამე გვაქვს დასამტკიცებელი, ძალიან ცდება

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან (0:3) კონფედერაციათა თასის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყველა მიჩვეულია, რომ ესპანეთის ნაკრები მუდამ იმარჯვებს, თუმცა ყოველთვის მოგება არც ისე ადვილია, როგორც ეს გარედან ჩანს.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ რამე გვაქვს დასამტკიცებელი, ძალიან ცდება.

ორი ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ, ამიტომ კონფედერაციათა თასის ფინალში მარცხი მხოლოდ მოტივაციას შეგვმატებს.

ერთი წლის შემდეგ ბრაზილიაში დავბრუნდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ",
- თქვა ტორესმა.

აქვე გეტყვით, რომ ტორესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცი" გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა, აქედან ოთხი ტაიტის კარში და ნაკლები სათამაშო დროის მიხედვით, ბრაზილიელ ფრედს გადაუსწრო, რომელსაც ასევე 5 გოლი აქვს გატანილი.

გამომდინარე აქედან, ფრედს "ვერცხლის ბუცი" გადაეცა, ხოლო მის თანაგუნდელ ნეიმარს (4 გოლი) - "ბრინჯაოს ბუცი".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-ესპანეთი 3:0 - სამხრეთამერიკული ფეხბურთის ზეიმი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მათხოვარი ტორესი
ლევა
14:38 01-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული