ისკოს ჰყავს ძაღლი, რომელსაც "მესი" ჰქვია. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს იმის ნიშანია, რომ ანდალუსიელს არგენტინელი ფორვარდი და "ბარსელონა" მოსწონდა, ხოლო "რეალის" ფანი არასოდეს ყოფილა.
"ასე სულაც არ არის. მეორე ძაღლიც მყავდა, რომელსაც "ფიგუ" ერქვა. რაც შეეხება "მესის", სახელს ნამდვილად ვეღარ გადავარქმევ, იმიტომ, რომ აღარ დამიჯერებს".
ისკო ძაღლებს საყვარელი ფეხბურთელების საპატივცემულოდ არქმევს სახელებს. ასეთი ჯერ ლუიშ ფიგუ იყო, ახლა კი ლიონელ მესია.
ისკომანია "რეალში"