ლისანდრო ლოპესი "ხეტაფეში" გადავიდა

AutoSharing Option
ლისაბონის "ბენფიკას" 23 წლის ცენტრალური მცველი ლისანდრო ლოპესი ესპანურ "ხეტაფეში" იჯარით გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არ გვაქვს "იმ" ლისანდრო ლოპესზე, ახალგაზრდა მცველიც დიდებული შენაძენია მადრიდული კლუბისთვის - 189 სმ. სიმაღლის ლოპესი არგენტინაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად მიიჩნევა, მან უკვე მოირგო არგენტინის ნაკრების (4-ჯერ) მაისურა.

"არსენალ დე სარანდის" ყოფილი წევრი ერთობ ძლიერია მეტოქის კართან სტანდარტული მდგომარეობების დროს. 10 ივლისს ის პორტუგალიურმა გრანდმა შეიძინა, თუმცა თვე-ნახევარში "ხეტაფეში" გაანათხოვრა.

"ხეტაფე" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა იჯარით - ლა ლიგიდან გავარდნილმა "მალიორკამ" ბრაზილიელი პედრო
ჟერომელი
მადრიდულ კლუბს დაუთმო, საწინააღმდეგო მიმართულებით კი ალბერტო ლოპო წავიდა.

ასევე იხილეთ:
ტურინის "იუვენტუსი" ლისანდრო ლოპესს დააკვირდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული