"სადღაც წავიკითხე, რომ 2002 წლის შემდეგ "რეალმა" ფეხბურთელებში 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა. ფულს "ბარსელონაც" ხარჯავს, მაგრამ ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ბანკი," - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ თავად 26 წლის მცველიც "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა ის ახალგაზრდულ ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა, საიდანაც კატალონიელებმა 2008 წელს 3 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.
ისევ პიკე: "ჩვენ გვყავს მესი, ჩავი, ინიესტა, პუიოლი, ვალდესი, ბუსკეტსი, პედრო
სატრანსფერო პოლიტიკის გარდა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ტიტო ვილანოვას და ერიკ აბიდალის ავადმყოფობით შექმნილ სიტუაციაზე და "ბარსელონას" შარშანდელ სეზონზე ისაუბრა:
"ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები. რა თქმა ინდა, ტიტოს და ერიკის ავადმყოფობამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა, რაც მინდორზე და თამაშზეც აისახა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ჩემპიონატი მაინც მოვიგეთ. "ბარსელონა" მსოფლიოში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქვეყნის პირველობაზე "რეალის" 15 ქულით ჩამოტოვება მწვრთნელის გარეშე შეუძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერარდ პიკე: "ბარსელონას" ფეხბურთელები ტიკი-ტაკას მონებად იქცნენ