მადრიდის "რეალის" ფანებს ჟოზე მოურინიო მოენატრათ

AutoSharing Option
მადრიდულ დერბიში 1999 წლის შემდეგ პირველი მარცხი ძალიან მტკივნეულად გადაიტანეს "სამეფო კლუბის" ფანებმა. მათ უკვე აითვალწუნეს გუნდის ახალი თავკაცი და გაახსენდათ ძველი...

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" შინ 0:1 წააგო "ატლეტიკოსთან". ერთადერთი გოლი დიეგო კოშტამ გაიტანა.

"მადრიდისტების" აღშფოთება უფრო იმან გამოიწვია, რომ "ატლეტიკოს" უფრო შეეძლო ანგარიშის გაზრდა, ვიდრე "რეალს" გათანაბრება.

მათ არ მოეწონათ ისკოს შეცვლაც, რადგან ტრიბუნებიდან ერთხმად პასიური ქარიმ ბენზემას შეცვლას ითხოვდნენ.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ თამაშის შემდეგ "რეალის" ფანებმა კარლო ანჩელოტის თვალწინ ჟოზე მოურინიოს სახელის სკანდირება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ
გასულ სეზონში თავად მოურინიოც რამდენიმეჯერ გახდა "სამეფო კლუბის" გულშემატკივრების ობსტრუქციის მსხვერპლი.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: დერბის წყევლა მოხსნილია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული