ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: დერბის წყევლა მოხსნილია [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის მთავარი მოვლენა მადრიდული დერბი იყო, რომელიც "ატლეტიკომ" ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და ლა ლიგაში თანაქალაქელთან მონატრებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმოხილვის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ შეხვედრას დავუთმობთ, სხვა მოვლენებზე კი უკვე ტურის შეჯამებაში ვისაუბროთ...

ანჩელოტის პირველი მარცხი
1999 წლის 30 ოქტომბერს, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკის დუბლის წყალობით, "ატლეტიკომ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 იმარჯვა. ჩემპიონატში მადრიდის "რეალთან" მომდევნო გამარჯვება "როხიბლანკომ" 5 082 დღის შემდეგ, ისევ "ბერნაბეუზე" მოიპოვა.

კარლო ანჩელოტიმ ტრადიციული, 4-2-3-1 განლაგება აირჩია. მოედნის ცენტრში ხედირა-ილიარამენდის ტანდემს მიენდო, ბენზემას
უკან კი დი მარია-ისკო-რონალდოს ტრიო განლაგდა, გარეთ ბეილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

მოულოდნელი არც დიეგო სიმეონეს არჩევანი ყოფილა - ვილიას და დიეგო კოშტას მოედნის სიღრმიდან არდა თურანის, კოკეს, გაბის და ტიაგოს კვარტეტი მოქმედებდა.

მატჩის დებიუტში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ და ლოგიკურიც იყო, რომ ანგარიში სწორედ "როხიბლანკომ" გახსნა - კოკეს გადაცემის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში მყოფი დიეგო კოშტა დიეგო ლოპესთან პირისპირ დარჩა და შორეულ კუთხეში გაიტანა - 0:1.

ამ ეპიზოდში ძალიან ცუდად ითამაშა ანხელ დი მარიამ, რომელმაც ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა და გოლიც სწორედ მის შეცდომას მოჰყვა.

"როხიბლანკო" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და სტუმრებს მეორე გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდათ - ტიაგომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, დიეგო ლოპესმა კი გოდინის თავური მოიგერია, შემდეგ კი დიეგო კოშტასაც არ დაარტყმევინა. ამ ეპიზოდში გოლკიპერმა ფორვარდს ფეხი განზრახ ჩაარტყა, რასაც კოშტას აღშფოთება და მოთამაშეთა შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ლოპესი კი გაძევებას გადაურჩა.

მთელი 45 წუთის განმავლობაში "სამეფო კლუბის" ყველაზე რეალური შანსი ქარიმ ბენზემას ჰქონდა, როდესაც ფრანგი ფორვარდის თავური ტიბო კურტუამ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში მოედანზე გარეთ ბეილი და ლუკა მოდრიჩი გამოვიდნენ, თუმცა "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელებმა საკუთარ კლუბს ვერ უშველეს.

"ატლეტიკო" კვლავ ძალიან დამაჯერებელი იყო, კოკეს და ფილიპეს კი ყველაფრის დასრულება შეეძლოთ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხარიხას გაარტყა, ბრაზილიელმა მცველმა კი კარს სანტიმეტრებით ააცილა.

შეხვედრის ბოლოსკენ ანჩელოტიმ თამაშიდან ისკო მოხსნა და მის ნაცვლად ალვარო მორატა გამოიყვანა. იტალიელის ამ გადაწყვეტილებამ "ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა აღაშფოთა - "რეალის" გულშემატკივრებს სურდათ, რომ მოედნიდან არა ისკო, არამედ ბენზემა გასულიყო.

მიუხედავად ამისა, ცვლილებამ კინაღამ გაამართლა - მორატამ ჯერ აკრობატულ ნახტომში სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმა კურტუამ მოიგერია, მატჩის ბოლო წამებზე კი ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა. საბოლოოდ, 0:1 და "ატლეტიკომ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, "რეალი" კი ლიდერებს უკვე 5 ქულით ჩამორჩა.

მატჩის შემდეგ
დიეგო სიმეონე კარგ განწყობაზე იყო, თუმცა არგენტინელი სპეციალისტი მიწაზე მყარად დგას და ფიქრობს, რომ ფავორიტები მაინც "ბარსა" და "რეალი" არიან.

"დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. მოთამაშეები შესანიშნავად გაისარჯნენ და ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. ვილია და დიეგო კოშტა ბევრს მოძრაობდნენ და კიდევ არაერთი გოლის გატანა შეგვეძლო.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ვიცით, რომ ფავორიტებად კვლავ "ბარსელონა" და "რეალი" რჩებიან, რადგან ჩვენს
და მათ ფინანსურ შესაძლებლობებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა," - განაცხადა პრესკონფერენციაზე სიმეონემ.

კარლო ანჩელოტი: "ვფიქრობ, დღესაც იგივე პრობლემა გვქონდა, რაც წინა შეხვედრებში - ძალიან ნელა ვმოქმედებდით და როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიდიოდა, იქ უკვე თავისუფალი სივრცე აღარ რჩებოდა. როდესაც ასე ეთამაშები გუნდს, რომელიც თავს შესანიშნავად იცავს და მასთან სწრაფ გოლს უშვებ, შემდეგ თამაშის შემოტრიალება ძალიან რთულია".

იტალიელმა სპეციალისტმა ისკოს ცვლილებაზეც ისაუბრა: "ისკო იმის გამო არ შემიცვლია, რომ ის ცუდად თამაშობდა; უბრალოდ, ჩვენ შეტევაში ორი ფორვარდი გვჭირდებოდა, ასე რომ, ეს ტაქტიკური ხასიათის გადაწყვეტილება იყო. მართალია, კონკურენტებს ჩამოვრჩით, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ ნამდვილად არ წაგვიგია - ყველაფერი წინაა. მთავარია, რომ დროულად მოვუმატოთ და უფრო სწრაფად ავთამაშდეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსას" მონაგარი და დანაკარგი
"ატლეტიკოს" მსგავსად, იმარჯვა მეორე ლიდერმაც. "ბარსელონა" "ალმერიას" ესტუმრა და ლიონელ მესის და ადრიანო კორეიას გოლებით 2:0 მოიგო. ამ გამარჯვებით კატალონიურმა გუნდმა საკლუბო რეკორდი დაამყარა - სეზონის სტარტზე ზედიზედ 7 მატჩი "ბარსას" აქამდე მოგებული არ ჰქონდა.

მორიგი წარმატების მიუხედავად, "ბარსელონას" ბანაკში ბოლომდე ბედნიერები არ ყოფილან, რადგან მატჩის დებიუტში ტრავმა მიიღო მესიმ, რომელმაც მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა.

გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ არგენტინელი დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს და გუნდს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის დაუბრუნდება.

მოკლედ, "პულგას" "ელ კლასიკოს" გამოტოვება არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"რეალი" 26 ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
ვალიადოლიდი-მალაგა 2:2
გოლები: 0:1 სანტა კრუსი (24), 1:1 ხავი გერა (56), 2:1 ოსორიო (64), 2:2 პავლოვსკი (76)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, მარკ ვალიენტე, პენია - ბარახა, სასტრე (50. ფ. როსი) - ებერტი, ოსორიო, რამა (46. ო. რამოსი - 74. გ. გარსია) - ხავი გერა
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, ანხელერი, სერხიო სანჩესი, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე - პ. მორალესი (72. პავლოვსკი), პორტილიო (84. დუდა), ელიზეუ (71. ელ ჰამდაუი) - სანტა კრუსი
გაფრთხილება: სასტრე, ბარახა, ხავი გერა - .
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 6-7; თამაშგარე:4-0; კარში დარტყმა: 13-11 (3-4); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 13 060

ვალენსია-ვალეკანო 1:0
გოლი: 1:0 ჟონასი (37)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა (82. ბარაგანი), ვიქტორ რუისი, მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, ბანეგა (77. მიჩელი) - პაბონი, კანალესი, კარტაბია (68. ფეგული) - ჟონასი
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, ზე კასტრო, საულ ნიგესი (86. ნ. კასტილიო), მოხიკა - რაულ ბაენა (75. ა. ბუენო), ტრაშორასი - ლ. ბანგურა, ადრიანი, სება ფერნანდესი (60. ა. პერეა) - ლარივეი
გაფრთხილება:ვიქტორ რუისი, ჟოაო პერეირა, კარტაბია - რაულ ბაენა, არბილია, ადრიანი, საულ ნიგესი, ზე კასტრო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე:2-1; კარში დარტყმა: 5-13 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი:35 000

ალმერია-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (21), 0:2 ადრიანო (56)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, კ. ფერნანდესი - ტებარი, ვერსა (80. ელდერ ბარბოსა) - ალექს ვიდალი (65. დუბარბიერი), სორიანო (62. აზიზი), სუსო - როდრი
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ადრიანო - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა (90. ჯონათან დოს სანტოსი) - ა. სანჩესი (81. ტელიო), მესი (29. ჩავი), პედრო
გაფრთხილება:ვერსა - ბარტრა, ბუსკეტსი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე:3-2; კარში დარტყმა: 5-15 (1-4); ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი:11 975

სოსიედადი-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ხაირო სამპერიო (18), 1:1 გრიზმანი (66)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ი. მარტინესი, მ. გონსალესი, ხოსე ანხელი - რუბენ პარდო (85. სურუტუსა), ბერგარა - ველა, გრიზმანი, გ. კასტრო (63. სეფეროვიჩი) - აგირეჩე
სევილია (4-4-1-1): ბეტუ - ფიგერასი, კალა, პარეხა, ა. მორენო - ხაირო სამპერიო (87. ი. პუერტო), იბორა, კრისტოფორო (79. მარინი), რაკიტიჩი - ტროხოვსკი - გამეირო (79. ბაკა)
გაფრთხილება:- ფიგერასი, რაკიტიჩი, კალა, კრისტოფორო, ა. მორენო
გაძევება: კალა (85. სევილია)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე:1-2; კარში დარტყმა: 17-10 (5-3); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი:25 086

რეალი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (11)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ილიარამენდი (46. მოდრიჩი) - დი მარია (46. ბეილი), ისკო (73. მორატა), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი, არდა თურანი (88. კ. როდრიგესი) - დიეგო კოშტა (85. ლეო ბაპტიშტაო), ვილია (87. რაულ გარსია)
გაფრთხილება:ფ. კოენტრაო, სერხიო რამოსი, არბელოა, პეპე - არდა თურანი, კოკე, დიეგო კოშტა, ფილიპე ლუიში
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე:0-2; კარში დარტყმა: 20-13 (5-4); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი:79 845

ოსასუნა-ლევანტე 0:1
გოლი: 0:1ჩუმეტრა (88)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - პუნიალი, ფ. სილვა - ე. არმენტეროსი, სისი (80. სეხუდო), დე ლას კუევასი (57. ა. ნუნიესი) - ორიოლ რიერა (68. მანუელი)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი (46. ჩუმეტრა), ვინტრა (51. ელ ადუა), ე. როდასი, ხუანფრანი - სიმაო, პ. დიოპი - პედრო ლოპესი, ელ ჟარი (76. ივანშიტცი), რუბენ გარსია - ბ. დიავარა
გამოუყენებელი პენალტი: პ. დიოპი (88. ლევანტე)
გაფრთხილება:ფ. სილვა, სისი, პუნიალი, არიბასი, ლოტიე, სეხუდო - ვინტრა, ე. როდასი
გაძევება: სეხუდო (90. ოსასუნა)
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე:5-4; კარში დარტყმა: 20-15 (5-5); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი:13 488

სელტა-ელჩე 0:1
გოლი: 0:1 ხავი მარკესი (62)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი, ფონტასი, ტონი - ალექს ლოპესი, ბორხა ოუბინა, რაფაელ ალკანტარა - ა. ფერნანდესი (67. კრონ-დელი), ნოლიტო (66. სანტი მინა) - შარლესი
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი (58. სისმა) - რუბენ პერესი, ხავი მარკესი - კარლეს ხილი (85. მანტეკონი), მანუ დელ მორალი (75. ბოაკიე), ფიდელი - კორომინასი
გაფრთხილება:ბორხა ოუბინა - ფიდელი, კორომინასი, ბოტია
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე:2-3; კარში დარტყმა: 6-14 (1-4); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი:19 523

ესპანიოლი-ხეტაფე 0:2
გოლები: 0:1 კოლუნგა (72), 0:2 კოლუნგა (90)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, კაპდევილა - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი (78. ტიევი) - სტუანი, პიცი, სიმაო (68. ტორიე) - სერხიო გარსია
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ალექსისი, რაფა, რ. ლაგო - მიჩელი (70. მოსკერა), ბორხა - პედრო ლეონი (86. ხუან როდრიგესი), დიეგო კასტრო, გავილანი (67. სარაბია) - კოლუნგა
გაფრთხილება:სერხიო გარსია - მიჩელი, ალექსისი, დიეგო კასტრო
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე:1-2; კარში დარტყმა: 14-7 (3-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 19 324

ბეტისი-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 ნოსა იგიებორი (36)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა, პაულაო, ამაია, დიდაკ ვილა - მატილია (61. ნაჩო), ლ. რეიესი (80. ხავი ტორესი) - ნოსა იგიებორი, ვერდუ, ვადილიო (67. ხუანფრანი) - ხორხე მოლინა
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, იოკიჩი - ხ. აკინო, ბრუნო, ტრიგეროსი (57. პინა), კანი - ხ. პერეირა (57. ჯოვანი დოს სანტოსი), ი. უჩე (69. პერბე)
გაფრთხილება: მატილია, ვადილიო, ამაია, ჩიკა, ლ. რეიესი, დიდაკ ვილა - მარიო, იოკიჩი, კანი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-9; კარში დარტყმა: 11-7 (5-2); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 29 382

30 სექტემბერი
გრანადა-ბილბაო 00:00

ბომბარდირები: 8 - მესი (ბარსელონა), დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - პედრო (ბარსელონა)

მომდევნო ტური
4 ოქტომბერი:
ვილიარეალი-გრანადა, მალაგა-ოსასუნა

5 ოქტომბერი:
ელჩე-ესპანიოლი, ვალეკანო-სოსიედადი, ლევანტე-რეალი, ბარსელონა-ვალიადოლიდი

6 ოქტომბერი:
ატლეტიკო-სელტა, სევილია-ალმერია, ხეტაფე-ბეტისი, ბილბაო-ვალენსია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდის "ატლეტიკომ" "რეალს" 1999 წლის მერე პირველად მოუგო! [VIDEO]
"ბარსელონამ" სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ ლიონელ მესი დაკარგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული