ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა ლუკა მოდრიჩის პასი კრიშტიანო რონალდომ მიიღო, მან ინდივიდუალურად გაიბრწყინა და რუბენ მარტინესს გოლი გაუტანა.
31-ე წუთზე გარეთ ბეილის პასით ქარიმ ბენზემამ გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე "რეალმა" ანგარიში 3:0 გახადა - ბეილის პასით რონალდომ დუბლი შეასრულა. უელსელს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა პასის გაკეთება არჩია.
თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ ორწუთიან მონაკვეთში მსაჯმა "რეალის" კარში ორი პენალტი გაიტანა, ჯერ პეპემ იუხეშა, მერე მარსელომ.
სხვათა შორის, იმავე ვიერას ქულის გადარჩენაც შეეძლო, მაგრამ 93-ე წუთზე თავური ოდნავ ააცილა დიეგო ლოპესის კარს - 2:3 "რეალმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა.