ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალმა" "რეალ სოსიედადი" მიწასთან გაასწორა, "ვალენსიამ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, "ბილბაოს" კი ძალიან გაუჭირდა. ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი "ელ მადრიგალზე" შედგა, სადაც "სამეფო კლუბის" მსგავსად, ქულები "ატლეტიკომაც" დაკარგა. "ბარსელონამ" კი ტურის ბოლო შეხვედრაში ქულები არა, მაგრამ ლიონელ მესი დაკარგა - არგენტინელმა ტრავმა მიიღო...

კმაყოფილი კარლო
მადრიდის "რეალმა" მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და "რეალ სოსიედადი" დიდი ანგარიშით დაამარცხა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

კრიშტიანო რონალდომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ქარიმ ბენზემამ კი
გოლს საგოლე პასიც დაუმატა. არ გაუტანია გარეთ ბეილს, თუმცა უელსელი აქტიური იყო და 36-ე წუთზე სამი ხედირამ თავი სწორედ მისი გადაცემით გამოიჩინა. სხვათა შორის, გერმანელმა "მაგიური ტრიოს" შესანიშნავი სვლა შეწყვიტა:

ხედირას გოლამდე "რეალის" ბოლო 15 ბურთის ავტორი სწორედ სამეულის წევრები იყვნენ.

ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" 17 გოლი გაიტანა და აქედან 16 BBC-რონალდოს ანგარიშზეა. სწორედ ასე შეარქვეს ბეილის, ბენზემას და კრიშტიანო რონალდოს ტრიოს. ამ უკანასკნელმა 17-დან 9 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. 16 გოლი ჩემპიონატში, 8 ჩემპიონთა ლიგაში - რონალდო საოცარ ფორმაშია.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციეთ და სწრაფი გოლიც გავიტანეთ. განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი იყო, 4:0-ის შემდეგ კი ოდნავ მოვეშვით, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ბოლოსკენ კი ისევ მოვუმატეთ და შეხვედრაც მაღალ ტემპში დავასრულეთ. ვცდილობ, რომ გუნდს დავეხმარო და გადამწყვეტი გოლები გავიტანო, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და წინ იაროს. თანდათან უფრო და უფრო უკეთ გამოვიყურებით,"
- განაცხადა მატჩის გმირმა.

კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ ხედირას და აღვნიშნოთ, რომ "რეალის" ნახევარმცველმა სეზონში თავისი პირველი, სულ კი ლა ლიგაში მეექვსე გოლი გაიტანა და აქედან 3-ჯერ 26 წლის ფეხბურთელმა თავი სწორედ "სოსიედადთან" შეხვედრებში გამოიჩინა - შარშან ხედირამ ბასკებს ორივე შეხვედრაში (4:3 მადრიდში, 3:3 - სან სებასტიანში) თითო გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტიც: "პირველ ტაიმში გუნდმა იდეალურად ითამაშა. ბევრს ვმოძრაობდით, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადავდიოდით და სახიფათო მომენტებსაც ვქმნიდით".

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩაბი ალონსოს ბრწყინვალე თამაში. ბასკი ფეხბურთელი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო და პრაქტიკულად, ყველა შეტევას სწორედ ის იწყებდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალვერდეს ოქროს ცვლილებები
ძალიან გაუჭირდა ბილბაოს "ატლეტიკს", რომელიც ახალ საშინაო არენაზე პირველ მარცხთან საკმაოდ ახლოს იყო. "ლევანტე" დავიდ ბარალმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში კი მოედანზე მიკელ რიკო და არიც ადურისი გამოჩნდნენ. ცვლილებებმა ერნესტო ვალვერდეს 100 პროცენტით გაუმართლა.

72-ე წუთზე სხვაობა მიკელ რიკომ შეამცირა, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი თავურით ადურისმა იხეირა და "ატლეტიკს" უმძიმესი 3 ქულა მოუტანა. ბოლო წუთზე მატჩის გმირმა დაუმსახურებელი წითელი ბარათი მიიღო, თუმცა "ბაყაყებს" ანგარიშის შესაცვლელად დრო არ დარჩათ.

"სელტამ" "ბალაიდოსზე" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, თანაც, ლუის ენრიკეს შეგირდებს შინ გოლი უკვე 5 მატჩია არ გაუტანიათ! საკუთარ მოედანზე უკანასკნელი გოლი ვიგოელებმა 31 აგვისტოს, "გრანადასთან" გაიტანეს (1:1), როდესაც თავი რაფაელ ალკანტარამ გამოიჩინა.

შელახულ და ყანას დამსგავსებულ მოედანს ალღო უფრო უკეთ მადრიდელებმა აუღეს და 24-ე წუთზე ხონათან ვიერას გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მეორე ტაიმში კი საგოლე შეტევა ცვლილებაზე შემოსულმა ხოაკინ ლარივეიმ დაასრულა და სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ანდალუსიელი არაბი
ანდალუსიური დერბის გმირი იუსეფ ელ-არაბი გახდა. 26 წლის მაროკოელმა "მალაგას" სამი გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილის პირველ ათეულში დამკვიდრდა, თავად ფეხბურთელი კი ბომბარდირთა დავაში გაერია.

ელ-არაბი არ იყო ერთადერთი არაბი, რომელმაც თავი გამოიჩინა - ორი საგოლე პასი ალჟირელმა იასინ ბრაჰიმიმ მიითვალა, ჰასან იებდამ კი სტუმართა შემტევები არ გაახარა.

კიდევ ერთმა ანდალუსიურმა გუნდმა კი კატალონიაში ითამაშა და შინ სამი ქულა წაიღო. ფედერიკო ფასიომ და ვიტოლომ პირველ ათ წუთში ორი გოლი გაიტანეს და სტუმრებს უდიდესი უპირატესობა მოუპოვეს. მართალია, სერხიო გარსიამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში კარლოს ბაკას საგოლე დარტყმამ ყველაფერი გადაწყვიტა.

"სევილიამ" სტუმრად პირველი თამაში მოიგო, ხოლო "ესპანიოლს" უკვე ოთხი ტურია, არ უმარჯვია.

ჯუკიჩმა ყოფილ გუნდს ვერ მოუგო
"ვალენსიამ" კიდევ ერთი უფერული მატჩი ჩაატარა და "ვალიადოლიდთან" მხოლოდ ქულას გამორჩა. მიროსლავ ჯუკიჩმა ყოფილ გუნდს ვერაფერი დააკლო, რის გამოც სერბის მოხსნა კვლავ დღის წესრიგში უნდა დადგეს. "ღამურები" ორჯერ აგებდნენ, მაგრამ დორლან პაბონმა და სოფიან ფეგულიმ წონასწორობა აღადგინეს, თუმცა მეტი მასპინძლებმა ვერაფერი შეძლეს და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს.

ასევე ორი ქულა დაკარგა კიდევ ერთმა ვალენსიურმა გუნდმა "ვილიარეალმა", რომელიც "ატლეტიკოს" მასპინძლობდა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან დიდ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ მეორე წუთზე გაშვებულ ბურთს მხოლოდ ერთით უპასუხა.

გულშემატკივრებმა ორი ავტოგოლი იხილეს - "როხიბლანკო" მარიოს ავტოგოლით დაწინაურდა, 79-ე წუთზე კი საკუთარ კარში ხუანფრანმა გაიტანა.

ამით ისარგებლა "ბარსელონამ" და მდევართან ქულათა სხვაობა სამამდე გაზარდა. ხერარდო მარტინოს გუნდმა ბოლო ადგილზე მყოფი "ბეტისი" გაანადგურა, მაგრამ კატალონიელები ბოლომდე კმაყოფილები ვერ იქნებოდნენ - ლიონელ მესიმ მორიგი ტრავმა მიიღო, თუმცა არგენტინელმა მოედანი დაუხმარებლად დატოვა. მისი ტრავმის სიმძიმის შესახებ გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება "ბეტისს": ანდალუსიელებმა ბოლო 6 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და არაა გამორიცხული, მათი მთავარი მწვრთნელი პეპე მელი უკვე დღეს უმუშევარი დარჩეს.

ლა ლიგა. XIII ტური

ოსასუნა-ალმერია 0:1
გოლი: 0:1 როდრი (18)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, მიგელ ფლანიო, არიბასი, დამია - ფ. სილვა, ლოე (66. ხოსე გარსია) - სეხუდო (80. პუნიალი), რ. ტორესი, ე. არმენტეროსი (46. ა. ნუნიესი) - ორიოლ რიერა
ალმერია (5-4-1): ესტებანი - ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი - ალექს ვიდალი (86. რაულ გარსია), ტებარი, აზიზი, სორიანო (62. ოსკარ დიასი) - როდრი (90. ელდერ ბარბოსა)
გაფრთხილება: დამია, ორიოლ რიერა - ტებარი, ალექს ვიდალი, ოსკარ დიასი
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 21-4 (6-2); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 14 654

გრანადა-მალაგა 3:1
გოლები: 1:0 ელ-არაბი (48), 1:1 ხუანმი (54), 2:1 ელ-არაბი (59), 3:1 ელ-არაბი (77)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ფულკიე, დიახატე, მურილიო, ანგულო - იტურა, იებდა (69. ფატაუ), ფრან რიკო - ბუონანოტე (61. პიტი), ბრაჰიმი - ელ-არაბი (86. რიკი)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - ტისონე, დარდერი - ოლინგა (53. ხუანმი), პორტილიო, ელიზეუ - სამუ (81. ი. კამაჩო)
გაფრთხილება: იებდა, ბრაჰიმი, ბუონანოტე - სერხიო სანჩესი, ხესუს გამესი, ანხელერი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-17 (10-7); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 14 863

რეალი-სოსიედადი 5:1
გოლები: 1:0 კრიშტიანო რონალდო (12), 2:0 ბენზემა (18), 3:0 კრიშტიანო რონალდო (26-პენ), 4:0 ხედირა (36), 4:1 გრიზმანი (61), 5:1 კრიშტიანო რონალდო (76)
რეალი (4-3-3): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, ვარანი, პეპე, არბელოა - ხედირა (77. ისკო), ჩაბი ალონსო (70. ილიარამენდი), მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა (83. მორატა), კრიშტიანო რონალდო
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (59. ანსოტეგი), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ელუსტონდო (46. სურუტუსა), ბერგარა - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - სეფეროვიჩი (46. დე ლა ბელია)
გაფრთხილება: პეპე, არბელოა - მ. გონსალესი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-8 (8-3); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 77 427

ხეტაფე-ელჩე 1:1
გოლები: 1:0 პედრო ლეონი (18), 1:1 ბოაკი (61)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ხუან ვალერა, ლისანდრო ლოპესი (58. ლოპო), რაფა, რ. ლაგო - ბორხა, მოსკერა - პედრო ლეონი, პ. სარაბია, დიეგო კასტრო (67. გავილანი) - მარიკა
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ს. პელეგრინი, სისმა - კ. სანჩესი, რუბენ პერესი - კარლეს ხილი, ხავი მარკესი (83. მ. სტევანოვიჩი), აარონ ნიგესი (71. ფიდელი) - ბოაკი (74. კორომინასი)
გაფრთხილება: რ. ლაგო, ბორხა, რაფა - დ. სუარესი, სისმა, რუბენ პერესი, აარონ ნიგესი, კ. სანჩესი, მ. სტევანოვიჩი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 10-10 (2-5); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 7 000

ბილბაო-ლევანტე 2:1
გოლები: 0:1 ბარალი (34), 1:1 მიკელ რიკო (72), 2:1 ადურისი (84)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, დე მარკოსი - იტურასპე, ბენიატი (46. ადურისი) - სუსაეტა, მუნიაინი (46. მიკელ რიკო), იბაი გომესი - გილერმო (69. ტოკერო)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ელ ადუა, ექტორ როდასი, ხუანფრანი - პ. დიოპი (88. ნონგი), სიმაო ჟუნიორი - სუმეტრა, ივანშიტცი (64. კარაბელასი), რუბენ გარსია - ბარალი (76. ელ ჟარი)
გაფრთხილება: ლაპორტი, ბენიატი, დე მარკოსი - პედრო ლოპესი, ივანშიტცი, ექტორ როდასი, პ. დიოპი, ნონგი
გაძევება: ადურისი (90. ბილბაო)
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 19-24; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 21-7 (9-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 35 000

სელტა-ვალეკანო 0:2
გოლები: 0:1 ხ. ვიერა (24), 0:2 ლარივეი (72)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი (74. კასტრო), ფონტასი, ტონი - ა. ფერნანდესი, ბორხა ოუბინია (68. კრონ-დელი), ალექს ლოპესი - სანტი მინა (57. რაფაელ ალკანტარა), ნოლიტო - შარლესი
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, არბილია, ნაჩო მარტინესი - ტრაშორასი, საულ ნიგესი - ლ. ბანგურა (76. მოხიკა), ა. ბუენო (55. ლარივეი), იაგო ფალკე (69. ადრი ემბარბა) - ხ. ვიერა
გაფრთხილება: ნოლიტო, ბორხა ოუბინია, კრონ-დელი - გალვესი, იაგო ფალკე
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14-16 (4-4); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 696

ესპანიოლი-სევილია 1:3
გოლები: 0:1 ფასიო (4), 0:2 ვიტოლო (10), 1:2 სერხიო გარსია (24), 1:3 ბაკა (59)
ესპანიოლი (4-3-2-1): კასილია - ხავი ლოპესი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - რაულ როდრიგესი , აბრაამი (46. ჯ. კორდობა), ვიქტორ სანჩესი - ლანსაროტე (51. ტიევი), სიმაო (70. პიცი) - სერხიო გარსია
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დ. ფიგეირაში, ფასიო, პარეხა (54. კრისტოფორო), ა. მორენო - იბორა, კარიკო - ხაირო სამპეირო (76. პეროტი), რაკიტიჩი, ვიტოლო (90. რეიესი) - ბაკა
გაფრთხილება: სიდნეი, ხავი ლოპესი, ვიქტორ სანჩესი
გაძევება: ვიქტორ სანჩესი (85. ესპანიოლი)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15-12 (2-4); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 21 000

ვალენსია-ვალიადოლიდი 2:2
გოლები: 0:1 ხავი გერა (9), 1:1 პაბონი (29), 1:2 გ. გარსია (50), 2:2 ფეგული (76)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ხავი ფუეგო, პარეხო - პაბონი, ბანეგა (46. კანალესი), პიატი (58. ფეგული) - პაკო ალკასერი (73. ელდერ პოშტიგა)
ვალიადოლიდი (4-3-2-1): დიეგო მარინიო - გ. გარსია, ხესუს რუედა, მარკ ვალიენტე, პენია - სასტრე, ფ. როსი, ა. რუბიო (87. ბარახა) - დ. ლარსონი (82. ოსორიო), ბერგდიხი (78. რამა) - ხავი გერა
გამოუყენებელ პენალტი: ბანეგა (5. ვალენსია)
გაფრთხილება: პაკო ალკასერი - დიეგო მარინიო, ა. რუბიო, ხესუს რუედა, ფ. როსი, სასტრე
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19-11 (6-6); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 27 000

ვილიარეალი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 მარიო (2-საკ. კარში), 1:1 ხუანფრანი (79-საკ. კარში)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, გაბრიელ პაულისტა, ხაუმე კოსტა - ე. პერესი (61. ხ. აკინო), პინა (60. ტრიგეროსი), ბრუნო, კანი - ი. უჩე, ხ. პერეირა (74. პერბე)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, ალდერვეირელდი, ე. ინსუაი - რაულ გარსია (62. არდა თურანი), ტიაგო, გაბი, კოკე - ვილია, დიეგო კოშტა (82. ადრიანი)
გაფრთხილება: ბრუნო, ხაუმე კოსტა, პერბე - ტიაგო, გაბი, რაულ გარსია, კოკე
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15-7 (3-?1); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 20 832

ბეტისი-ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ნეიმარი (36), 0:2 პედრო (37), 0:3 ფაბრეგასი (63), 0:4 ფაბრეგასი (79), 1:4 ხორხე მოლინა (90-პენ)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - შტაინჰიოფერი, ხოსე კარო, ხორდი ფიგერასი, ნაჩო - ხავი ტორესი, ნონო (75. მატილია) - ვადილიო, ვერდუ (63. ჩული), ხუან კარლოსი (67. დიდაკ ვილა) - ხორხე მოლინა
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პუიოლი, მონტოია - ფაბრეგასი (80. სერხი რობერტო), ა. სონგი, ჩავი - პედრო, მესი (22. ინიესტა), ნეიმარი (73. ტელიო)
გაფრთხილება: ხუან კარლოსი, ნონო, ხავი ტორესი - ვალდესი, დანი ალვეში
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-10 (5-8); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბომბარდირები: 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - ივან რაკიტიჩი (სევილია), როდრი (ალმერია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

მომდევნო ტური:
22 ნოემბერი:
ვალიადოლიდი-ოსასუნა

23 ნოემბერი:
ბარსელონა-გრანადა, სოსიედადი-სელტა, ალმერია-რეალი, ატლეტიკო-ხეტაფე

24 ნოემბერი:
ლევანტე-ვილიარეალი, ვალეკანო-ესპანიოლი, ელჩე-ვალენსია, სევილია-ბეტისი

25 ნოემბერი:
მალაგა-ბილბაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული