ეს "ბარსას" პირველი მარცხი კი იყო ჩემპიონატში, მაგრამ მეორე - ზედიზედ - ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიური გრანდი ამსტერდამის "აიაქსთან" დამარცხდა. არგენტინელმა სპეციალისტმა ხერარდო მარტინომ პირველი მარცხი იწვნია ლა ლიგაში. ეს ბუნებრივიცაა, "ბარსამ" ჩემპიონატში ბოლოს თებერვალში წააგო. მაშინ "ტატა" საერთოდ არ მოიაზრებო
და... "ბარსას" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" 40 ქულით გაუთანასწორდა ჩემპიონს; "რეალიც", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, იქვეა - 37 ქულით მესამეა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთში ყველაფერი თავიდან იწყება. ჩემპიონის ბედი კი ტრიოს გადასაწყვეტია. ბასკეთში "ბარსამ" ლიონელ მესი და ვიქტორ ვალდესი მოისაკლისა. ამ ორის გარეშე კი გუნდი მთლად დაუმარცხებელიც ვერ ყოფილა.
ხერარდო მარტინოს გუნდმა 4-ჯერ ითამაშა საგარეო ფორმით, რომელიც არაგონის სამეფოს დროშის, "სენიერას" ფერებშია. ამ დროშის ქვეშ ადრე, შუა საუკუნეებში დღევანდელი ვალენსიას მხარე, კატალონია დ არაგონი იყო გაერთიანებული. "სენიერას" ფერებში გამოწყობილმა "ბარსამ" 4 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. მართალია, კატალონიაში "სენიერას" ფერებში შექმნილი ფორმა ძალიან კარგად იყიდება, მაგრამ "ბარსას" არაკატალონიელ ფანებს ის არ მოსწონთ და აშკარად პოლიტიკურ ფორმას უწოდებენ. ახლა ამას კი დაემატა უიღბლობაც.
"ოქროს ბუცისთვის"
კრიშტიანო რონალდო ევროპის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ლიდერია. "ოქროს ბუცის" დასაუფლებლად მისი პირველი კონკურენტი არა ლეო მესია, რომელსაც ახლახან გადაეცა შარშანდელი პრიზი, არამედ დიეგო კოშტა. ბრაზილიელ-ესპანელმა ამ ტურშიც დიდებულად ითამაშა, მორიგი გოლი გაიტანა და ახლა "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში კოშტა 30 ქულით მეორეა, ხოლო კრიშტიანო 34 ქულით ლიდერობს.
სიმბოლური ნაკრები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ბეილისიმო [VIDEO]