ესპანეთის თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები: შერცხვენილი სევილიელები

AutoSharing Option
სამეფო თასის მეთექვსმეტედფინალის მორიგ შეხვედრებში ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და ორივე ეს მატჩი ქალაქ სევილიაში გაიმართა.

ლა ლიგის ბოლო პოზიციაზე მყოფმა "ბეტისმა" "ლეიდას" უმასპინძლა და კინაღამ შერცხვა, "სევილია" კი მთავარი სენსაციის ავტორი გახდა - უნაი ემერის გუნდმა სანტანდერის "რასინგთან" 0:2 წააგო და გავარდა. მართალია, მასპინძლებს არბიტრმა მბია და ფიგეირაში გაუძევა, მაგრამ რანგით მესამე დივიზიონის გუნდთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკოტრებას ძლივს გადაურჩა, შინ ასეთ მარცხს გამართლება მაინც არ აქვს.

კრიშტიანო რონალდოს და გარეთ ბეილის გარეშე მოთამაშე "რეალს" "ოლიმპიკ დე შატივასთან",
რა თქმა უნდა, პრობლემები არ ჰქონია. სტუმრებს პირველ შეხვედრაში მიღწეული საპატიო ფრეც კარგად გაახსენდებათ, მომდევნო ეტაპზე კი "რეალმა" უნდა ითამაშოს, სადაც მისი მეტოქე "ოსასუნა" იქნება.

გაჭირვებით იმარჯვა მადრიდის "ატლეტიკომ", რომელსაც პირველი მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული. დიეგო სიმეონემ შანსი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა და ერთ-ერთმა მათგანმა ამ შესაძლებლობით მშვენივრად ისარგებლა - ცვლილებაზე შემოსულმა 18 წლის ექტორ ერნანდესმა თავი გოლით გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვება კი "როხიბლანკოს" ტობი ალდერვეირელდმა მოუტანა.

ბეტისი-ლეიდა 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 პაულაო (5), 2:0 ამაია (10), 2:1 მონფორტე (38), 2:2 ხაიმე მატა (55)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - შტაინჰიოფერი, პაულაო, ამაია (28. დიდაკ ვილა), ნაჩო - ნონო, სალვა სევილია - ხუანფრანი (61. ლ. რეიესი), ვერდუ (72. ვადილიო), რუბენ კასტრო - ხორხე მოლინა

სოსიედადი-ალგესირასი 4:0 (1:1)
გოლები: 1:0 ხავი როსი (40), 2:0 სეფეროვიჩი (67), 3:0 გრიზმანი (70), 4:0 ველა (75)
სოსიედადი (4-2-3-1): სუბიკარაი - კადამურო, სალდუა, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ელუსტონდო, ხავი როსი (65. რუბენ პარდო) - გ. კასტრო (61. გრიზმანი), ჩაბი პრიეტო (73. აგირეჩე), ველა - სეფეროვიჩი

სევილია-რასინგი 0:2 (1:0)
გოლები: 0:1 მიგელესი (62-პენ), 0:2 მ. კონე (89)
სევილია (4-2-3-1): ხავი ვარასი - დ. ფიგეირაში, მბია, კალა, ფ. ნავარო - კრისტოფორო, იბორა - ხაირო სამპერიო, ტროხოვსკი (57. კარლოს ფერნანდესი), პეროტი - რუსესკუ (57. ბაკა)
გაძევება: მბია (62. სევილია), დ. ფიგეირაში (89. სევილია)

ატლეტიკო-სანტ ანდრეუ 2:1 (4:0)
გოლები: 0:1 კაროსა (14), 1:1 ექტორ ერნანდესი (78), 2:1 ალდერვეირელდი (90)
ატლეტიკო (4-4-2): არანსუბია - მანკილიო, ხ. ხიმენესი, ალდერვეირელდი, ე. ინსუა - კ. როდრიგესი, გილავოგი, კარლოს რამოსი (72. გაბი), ოლივერ ტორესი - ადრიანი, ლეო ბაპტიშტაო (77. ექტორ ერნანდესი)

რეალი-შატივა 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ილიარამენდი (15), 2:0 დი მარია (27-პენ)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - კარვახალი (76. მარსელო), პეპე, ნაჩო, არბელოა - ილიარამენდი (58. ჩაბი ალონსო), კაზემირო - დი მარია, ისკო (69. ბენზემა), ხესე როდრიგესი - მორატა

ალმერია-ლას პალმასი 0:0 (3:1)
ალმერია (4-2-3-1): უსტარი - ნელსონი, ტორსილიერი, რაფიტა, მ. სილვა - ტებარი, კორონა (46. აზიზი) - რაულ გარსია, კრისტობალი (77. ალექს ვიდალი), ელდერ ბარბოსა - ოსკარ დიასი (59. იჩამი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული