გამორჩეული მატჩები ჩაატარეს ვისენტე გუაიტამ და ტიბო კურტუამ. "ვალენსიას" მეკარემ პირველ ტაიმში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 45 წუთში გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ბელგიელის კართან დაცხა და 21 წლის კარის დარაჯმა კიდევ
ანგარიში 72-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა, რომელსაც იქვე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავისიანები გუაიტამ იხსნა. დარჩენილმა წუთებმა "ღამურების" უპირატესობით ჩაიარა და რომ არა კურტუა, ხუან ანტონიო პიცი ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოიპოვებდა. საბოლოოდ, უძლეველი არც "როხიბლანკოს" მეკარე აღმოჩნდა და ელდერ პოშტიგამ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება, თუმცა მანამდე დიეგო სიმეონეს და მისი სამწყსოს მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურზე იქნება გადატანილი - შაბათს "ატლეტიკო"-"ბარსელონაა"...
ვალენსია-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 რაულ გარსია (72), 1:1 ელდერ პოშტიგა (90)
ვალენსია (4-3-2-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო, პარეხო, მიჩელი (63. ფეგული) - კარტაბია (77. პ. პიატი), ბერნატი (73. კანალესი) - ელდერ პოშტიგა
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, მირანდა, ფილიპე ლუიში - ადრიანი (67. კ. როდრიგესი), გილავოგი (59. არდა თურანი), გაბი, კოკე (80. ტიაგო) - რაულ გარსია, დიეგო კოშტა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"