"ბარსელონა" "ნოუ კამპზე" "ხეტაფეს" მასპინძლობდა და სესკ ფაბრეგასის დუბლის წყალობით, 2:0-საც იგებდა. ანგარიში კატალონიელებმა მეცხრე წუთზე გახსნეს და მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ორივე გუნდმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შექმნა, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.
"პულგა" მოედანზე 64-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას მაგივრად გავიდა, ერთი წუთით ადრე კი ფაბრეგასმა
ამის შემდეგ "ხეტაფე" მეტოქის შეტევებს კარგად უმკლავდებოდა და ლუის გარსიას შეგირდებმა მატჩის ბოლო წუთამდეც გაძლეს, თუმცა არბიტრის მიერ დამატებულ 3 წუთში მესიმ ორი გოლის გატანა მოასწრო - არგენტინელმა ჯერ მარტინ მონტოიასგან მიიღო ბურთი და ახლო მანძილიდან გაიტანა, რამდენიმე წამის შემდეგ კი კოდინას ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა.
საბოლოოდ, 4:0 და საპასუხო მატჩმა ყველანაირი აზრი დაკარგა.
მომდევნო ეტაპზე "ტატა" მარტინოს გუნდი "რაიო ვალეკანო"-"ლევანტეს" წყვილში უძლიერესს შეხვდება.
იხილეთ ვიდეო
მეორე კატალონიური კლუბი "ალკორკონთან" დამარცხდა, რომელშიც, მოგეხსენებათ, ბაჩანა არაბული ირიცხება.
სეგუნდას ბინადარმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა და თუ ამ უპირატესობას საპასუხო შეხვედრაში შეინარჩუნებს, 1/4-ფინალში "ალკორკონი", დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალს" შეხვდება.
ალბათ, გახსოვთ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა. თუ არა, მაშინ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ჯერ კიდევ მესამე დივიზიონის ბინადარმა "ალკორკონმა" საკუთარ მოედანზე, ძირითადი შემადგენლობით მოთამაშე "სამეფო კლუბს" 4:0 მოუგო და ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
მესამე დივიზიონში მოთამაშე სანტანდერის "რასინგის" და "ალმერიას" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, "ბეტისის" და ბილბაოს "ატლეტიკის" დაპირისპირებაში კი გადამწყვეტი რუბენ კასტროს ერთადერთი გასროლა გამოდგა. "ალკორკონი"-"ესპანიოლისა" არ იყოს, ყველაფერი აქაც საპასუხო შეხვედრებში გადაწყდება.
ესპანეთის თასი. კოპა დელ რეი. 1/8-ფინალი. I მატჩები
ალკორკონი-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 დანი პაჩეკო (72)
ესპანიოლი (4-2-3-1): ხერმანი - რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, ხავი ფუენტესი - აბრაჰამი (65. დავიდ ლოპესი), ვიქტორ სანჩესი - ლანსაროტე, სერხიო გარსია, პიცი (74. ალექსი) - ტიევი (74. ჯ. კორდობა)
ბეტისი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 რუბენ კასტრო (42)
ბეტისი (4-2-3-1): ანდერსენი - ხუანფრანი, კარო, ხ. ფიგერასი, ნაჩო - ნონო, სალვა სევილია (83. აბელედო) - სედრიკი (62. ხორხე მოლინა), ვერდუ, ჩული (72. ლ. რეიესი) - რუბენ კასტრო
ბილბაო (4-2-3-1): იაგო - ირაოლა, გურპეგი, სან ხოსე, ბალენსიაგა -ერიკ მორანი, მიკელ რიკო (59. მუნიაინი) - სუსაეტა (59. ანდერ ერერა), ბენიატი (79. დე მარკოსი), იბაი გომესი - კიკე სოლა
რასინგი-ალმერია 1:1
გოლები: 0:1 კორონა (26), 1:1 დავიდ კონჩა (64)
ალმერია (4-2-3-1): უსტარი - ანტონიო მარინი, მ. სილვა, ჰ. მარტინესი (75. ტრუხილიო), მანე - ტებარი, კორონა - სუსო (84. ოსკარ დიასი), ზონგო, რაულ გარსია - იჩამი (61. ალექს ვიდალი)
გაძევება: ზონგო (82. ალმერია)
ბარსელონა-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (9), 2:0 ფაბრეგასი (63-პენ), 3:0 მესი (90), 4:0 მესი (90)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა (64. მესი) - ა. სანჩესი (75. ტელიო), ფაბრეგასი (81. ა. სონგი), პედრო
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, ალექსისი, რაფა, რ. ლაგო - ბორხა, ლასენი - სარაბია (69. პედრო ლეონი), დიეგო კასტრო, გავილანი (65. ლაფიტა) - მარიკა (77. ა. კოლუნგა)
რეალი-ოსასუნა 2:0
გოლები: ბენზემა (19), ხესე (60).
სოსიედადი-ვილიარეალი 0:0
ვალეკანო-ლევანტე 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"