22-ში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, ცენტრალური დაპირისპირება კი 23-ში, "ატლეტიკოსა" და "ატლეტიკს" შორის შედგება.
"ანოეტაზე" სტუმრად წლევანდელი თასის მთავარი სენსაციის ავტორი, სანტანდერის "რასინგი" ჩადის. ერთ დროს პრიმერა დივიზიონის წევრი, ამჟამად რიგით მესამე დივიზიონში ასარეზობს, სადაც პირველ ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, მომავალ სეზონში უკვე სეგუნდას ბინადარი იქნება.
"რასინგმა" თასზე საკმაოდ მძიმე გზა გაიარა და რამდენიმე ძლიერ მეტოქეს გაუსწორდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კანტაბრიელთა 1/16-ფინალური გმირობა, როდესაც გუნდმა
წინა ეტაპზე რთული მეტოქე ჰყავდა ბასკურ გუნდსაც - "სოსიედადმა" 1/8-ფინალში "ვილიარეალს" სძლია და რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონატში განცდილი გამანადგურებელი მარცხისთვის (1:5) რევანში აიღო.
"სოსიედადი", რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ "რასინგის" მიერ განვლილ გზას, გამორიცხული ნამდვილად არაფერია.
მესის მე-400 მატჩი
საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს "ლევანტეს" და "ბარსელონას" მატჩიც - ამ გუნდებმა ხომ კვირას ითამაშეს და მასპინძლებმა ხელი საპატიო ფრესაც გამოჰკრეს. ამჯერად ვალენსიელები გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ორმატჩიან დუელში საშინაო ფრე დიდი ვერაფერი შედეგია.
წესით, ხოაკინ კაპაროსმა შემადგენლობა დიდად არ უნდა შეცვალოს და მოედანზე კვლავ ხუთ მცველს უნდა უხმოს.
ფაქტია, ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა - "ლევანტემ" "ბარსას" ფრე გამოგლიჯა, "ატლეტიკოსთან" კი დამარცხდა (2:3), მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მოსალოდნელია, რომ ხერარდო მარტინო როტაციას მიმართავს და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, თუმცა "ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობაში მოიაზრება ლიონელ მესი, რომელიც თუ მოედანზე გავა, კატალონიური გუნდის რიგებში თავის მე-400 თამაშს ჩაატარებს.
არგენტინელს "ბარსას" პირველ გუნდში დებიუტი 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა და იქიდან მოყოლებული, მან 21 ტიტული მოიგო: 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი და ამდენივე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
გარდა ამისა, "პულგა" 4-ჯერ დაეუფლა "ოქროს ბურთს", ხოლო ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუცი" სამჯერ მოიგო.
სულ 399 შეხვედრაში არგენტინელის ანგარიშზე 331 გოლია და ამ მაჩვენებლით, ის "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (თუ პაულინიო ალკანტარას არ ჩავთვლით, რომელმაც "ბარსას" რიგებში 369 გოლი კი გაიტანა, მაგრამ უმეტესობა არაოფიციალურ მატჩებში). ტურნირების მიხედვით კი, მესის სტატისტიკა ასეთია: ლა ლიგაში: 259 მატჩი, 223 გოლი; თასზე: 40 თამაში, 28 გოლი; ევროთასებზე: 85 თამაში, 66 გოლი; სხვა ტურნირებზე: 15 თამაში, 14 გოლი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლევანტე (5-4-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, ელ ადუა, კარაბელასი, ხუანფრანი - ელ ჟარი, პინტუ, დიოპი, პედრო რიოსი - ბარალი
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პუიოლი, ბარტრა, ადრიანო - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ჩავი - ა. სანჩესი, მესი, პედრო
ესპანეთი. სამეფო თასი. 1/4-ფინალი
21 იანვარი
ესპანიოლი-რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბენზემა (25).
22 იანვარი
სოსიედადი-რასინგი 23:00
ლევანტე-ბარსელონა 01:00
23 იანვარი
ატლეტიკო-ბილბაო 00:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"