ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტურის წინ: მადრიდელები ბასკების წინააღმდეგ

AutoSharing Option
პრიმერას მორიგ ტურში ორი გამორჩეული მატჩი გაიმართება. შაბათს, "ნოუ კამპზე" "ბარსელონა" "ვალენსიას" უმასპინძლებს, კვირას კი "სან მამეს ბარიას" "რეალი" ეწვევა.

იოლი მატჩი არც მესამე ლიდერს ელის - "ატლეტიკო" "სოსიედადს" დაუხვდება...

გაგრძელდება "რეალის" მშრალი სერია?
"სან მამეს ბარიაზე" "ბილბაომ" პირველი თამაში ოთხშაბათს, "ატლეტიკოსთან" წააგო და თასიდან გამოვარდა. ზედიზედ მეორე საშინაო მარცხს, თანაც ისევ მადრიდულ გუნდთან, ბასკები ვერ დაუშვებენ.

არადა, მათი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია - "რეალმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო, თანაც ბოლო 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

ბოლო გუნდი, ვინც
"სამეფო კლუბის" კარი აიღო "ვალენსია" გახლავთ, რომელსაც კარლო ანჩელოტის შეგირდები დეკემბრის ბოლოს შეხვდნენ. დიახ, ახალ, 2014 წელს "რეალს" ჯერ გოლი არ გაუშვია.

ბოლო წლებში "ატლეტიკი" დედაქალაქელებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს. ამ გუნდების უკანასკნელი რვა მატჩიდან ყველა "რეალის" გამარჯვებით დასრულდა, ბასკებმა კი ბოლოს 2010 წელს გაიხარეს, როდესაც ფერნანდო ლორენტეს მიერ მატჩის დებიუტში გატანილი გოლის წყალობით 1:0 მოიგეს.

მართალია, "სამეფო კლუბი" შესანიშნავ ფორმაში შევიდა, მაგრამ "ბილბაო" უშანსოდ ნამდვილად არ უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს საკუთარ არენაზე ბასკებმა წელს "ბარსელონასაც" მოუგეს და პრიმერას ეგიდით გამართული 10 მატჩიდან (ერთხელ "ანოეტაზე" ითამაშეს) მხოლოდ 2 დაასრულეს ფრედ, დანარჩენში კი იმარჯვეს.

მასპინძლებს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავთ, სტუმართა რიგებში კი სერიოზული დანაკლისია - ვერ ითამაშებს სერხიო რამოსი, რომელმაც წინა ტურში მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე, საეჭვოა გარეთ ბეილის ასპარეზობა, თუმცა ანჩელოტის უელსელის შემცვლელის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს.

პირველ წრეში "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებმა ისკოს დუბლის და კრიშტიანო რონალდოს ერთი გოლის წყალობით 3:1 იმარჯვეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტოქესთან ზედიზედ მოგებული მატჩების სერია რვამდე გაზარდეს.

"ღამურები" "კამპ ნოუზე"
"ვალენსიამ" ეს სეზონი უკვე ჩააგდო - ამის თქმა თამამად შეიძლება. ხუან ანტონიო პიცი ჯადოქარი არ არის და "ღამურებს" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნამდვილად ვერ მოაპოვებინებს. ამ ტურნირის გარეშე დარჩენა კი "ვალენსიასთვის" ჩაგდებულ სეზონს ნიშნავს.

მორიგ ტურში პიცი და კომპანია კატალონიაში მიემგზავრება და დიდი შანსია, უკან უქულოდ გამობრუნდეს. ხერარდო მარტინო და "ვალენსიას" დამრიგებელი ერთმანეთს არგენტინის ჩემპიონატიდან კარგად იცნობენ, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ბოლო ორი ჩემპიონატი სწორედ ამ სპეციალისტებმა მოიგეს.

ჩემპიონატში უკანასკნელი გამარჯვება "ვალენსიამ" "ბარსასთან" 2007 წელს, "მესტალიაზე" მოიპოვა, აი, კატალონიაში "ღამურებს" 2003 წლის შემდეგ არ უმარჯვიათ, ქულა კი უკანასკნელად ამ სტადიონზე ვალენსიელებმა 2006 წელს აიღეს. მას შემდეგ გამართული 6 მატჩიდან "ბარსამ" 6-ვე მოიგო.

მასპინძლებს ისევ არ ეყოლებათ ნეიმარი და ჯონათან დოს სანტოსი. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდნენ სონგი, პუიოლი, მონტოია და ინიესტა - ოთხივემ თასზე ითამაშა. სტუმართა რიგებში კი საეჭვოა სოფიან ფეგულის თამაში.

საინტერესოა, რომ "ვალენსიას" შემადგენლობაში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს სეიდუ კეიტას, რომელიც ხუან ანტონიო პიცის გუნდში გუშინ ღამით უნდა ჩარიცხულიყო.

სხვა მატჩები
ამ ორი მატჩის გარდა, ინტერესს, პირველ რიგში, "ატლეტიკო"-"სოსიედადის" თამაში იწვევს. ბასკები კარგ სეზონს ატარებენ და "როხიბლანკოს" გამწარებას ეცდებიან, რაშიც მთავარი როლი ანტუან გრიზმანმა და კარლოს ველამ უნდა შეასრულონ.

დიეგო სიმეონეს სერიოზული დანაკლისი აქვს - თასის შეხვედრაში დაშავდა ფილიპე ლუიში, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ინსუამ უნდა შეცვალოს.

14-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე "ბეტისი" "ესპანიოლს" უმასპინძლებს, რომელიც სევილიელებისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. მართალია, შარშან "ბეტისმა" კატალონიელთა დამარცხება შეძლო, მაგრამ იქამდე "ვერდიბლანკოსი" "ესპანიოლს" საკუთარ მოედანზე 2002 წლიდან მოყოლებული ვერ ამარცხებდა.

მალაგაში ანდალუსიური დერბი გაიმართება, ტური კი ტრადიციულად ორშაბათს დასრულდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ვილიარეალი" "ოსასუნას" მიიღებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
31 იანვარი
გრანადა-სელტა 1:2
გოლები: 0:1 კაბრალი (28), 1:1 ელ-არაბი (41), ფერნანდესი (88).

1 თებერვალი
ბარსელონა-ვალენსია 19:00
დისკვალიფიკაცია: ჟოაო პერეირა (ვალენსია)
ტრავმა: ნეიმარი, ჯონათან დოს სანტოსი, ალბა - კანალესი.
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 (15-4) +1 =2 -3 (7-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +23 =12 -10 (88:54)

ლევანტე-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: კარაბელასი - საულ ნიგესი, რაულ ბაენა
ტრავმა: - გალვესი, ხოსე კარლოსი, ა. პერეა
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (9-9) +1 =0 -5 (6-15)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +8 =3 -4 (19:18)

ხეტაფე-ვალიადოლიდი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალექსისი, გავილანი - ფ. როსი, მარკ ვალიენტე, რუკავინა, ოსკარი, ხესუს რუედა
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 (4-13) +2 =1 -3 (8-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4 =2 -4 (6:8)

მალაგა-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: ხაირო სამპერიო, კარისო, ა. მორენო (სამივე "სევილია")
ტრავმა: სამუ, ხესუს გამესი, ველიგტონი - სისინიო, ჩერიშევი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (2-5) +2 =3 -1 (10-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11 =7 -9 (36:34)

2 თებერვალი
"სან მამეს ბარია". 00:00
ბილბაო-რეალი
დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი (რეალი)
ტრავმა: ტოკერო, ალბისუა - ხედირა, ვარანი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +10 =5 -28 (41:100)
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (18-8) +5 =1 -0 (16-4)
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე - სუსაეტა, ანდერ ერერა, მიკელ რიკო, მუნიაინი - ადურისი
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი, პეპე, ნაჩო, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა

ელჩე-ალმერია 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ა. ხიმენესი - როდრი, ნელსონი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-12) +3 =1 -2 (6-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3 =5 -8 (17:24)

ბეტისი-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: სედრიკ მაბვარი (ბეტისი)
ტრავმა: პერკისი, ჩული, ხავი ტორესი, ნოსა იგიებორი - .
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 (4-17) +2 =2 -2 (7-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +6 =14 -13 (35:52)

ატლეტიკო-სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი, ფილიპე ლუიში - ესტრადა, დე ლა ბელია, გრანერო
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 (12-5) +4 =1 -1 (17-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +11 =7 -13 (48:43)

3 თებერვალი
ვილიარეალი-ოსასუნა 01:00
დისკვალიფიკაცია: არიბასი (ოსასუნა)
ტრავმა: კანი, ფარინოსე - სისი, ნინო
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (14-8) +2 =3 -1 (7-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +13 =7 -11 (45:39)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 12 - იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი); 10 - ივან რაკიტიჩი (სევილია), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული