ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური: "ატლეტიკო" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
22-ე ტურის შემდეგ ლა ლიგაში ლიდერი შეიცვალა - შესანიშნავად მოთამაშე "ატლეტიკომ" "სოსიედადი" გაანადგურა, "ბარსელონას" წაბორძიკებით ისარგებლა და ერთპიროვნულად გალიდერდა...

პიციმ მარტინოს მოუგო
ტურის მთავარი სენსაცია "ნოუ კამპზე" დაფიქსირდა, სადაც სტუმრად ჩასულმა "ვალენსიამ" მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა და შინ ამდენივე ქულით ხელდამშვენებული გაბრუნდა. "ღამურები" კატალონიური გრანდის დამარცხებას 2007 წლის შემდეგ ვერ ახერხებდნენ, ბარსელონაში კი "ვალენსიას" ბოლოს 2003 წელს ჰქონდა მოგებული.

შეხვედრის წინ უპირობო ფავორიტად "ბარსა" მიიჩნეოდა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ "ვალენსიამ" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა,
სანაცვლოდ კი მხოლოდ სეიდუ კეიტა და ფილიპ სენდეროსი მოიყვანა, რომლებსაც ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ.

მატჩი ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო - "ბარსელონას" შეტევებით და ანგარიშიც მალე, უკვე მე-9 წუთზე გაიხსნა. ლიონელ მესის და ალექსის სანჩესის კომბინაცია ჩილელის მორიგი, უკვე მე-13 გოლით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ხუან ანტონიო პიცის შეგირდები არ დაბნეულან და თამაში ჩვეულ რიტმში განაგრძეს.

მასპინძელთა დაცვა მიუტევებელ, ბავშვურ შეცდომებს უშვებდა და შედეგად, ტაიმის ბოლოს დანი პარეხომ წონასწორობა აღადგინა კიდეც. თუ ბევრმა ეს გოლი უბრალო გაუგებრობად მონათლა, მეორე ტაიმის დებიუტში პაბლო პიატიმ ყველას დაუმტკიცა, რომ "ვალენსია" სერიოზულად იყო განწყობილი - 1,63 მეტრის სიმაღლის შემტევმა ვიქტორ ვალდესს თავური დარტყმით გაუტანა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მართალია, მესიმ პენალტით მალე გაათანაბრა და ოქტომბრის შემდეგ ლა ლიგაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა, მაგრამ იქვე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ - პაკო ალკასერმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.

თამაშის დასრულებამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, მაგრამ მასპინძლებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, ალბას გაძევების შემდეგ კი "ბარსას" მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდა. ყველაზე რეალური მომენტი კატალონიელებს არბიტრის მიერ დამატებულ დროში ჰქონდათ, როდესაც მესის, ინიესტას და დანი ალვეშის ულამაზესი კომბინაცია არგენტინელის დარტყმით და დიეგო ალვეშის "სეივით" დასრულდა. ეს გოლი რომ გასულიყო, ალბათ, სეზონის საუკეთესო ბურთი გახდებოდა. საბოლოოდ, მატჩი 2:3-ით დასრულდა, რითაც "ბარსელონას" 25-მატჩიან საშინაო მოგებათა სერიას წერტილი დაესვა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სოფიან ფეგულის კარგი თამაში - ალჟირელმა ორი საგოლე პასი გააკეთა და ძალიან ბევრი იშრომა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფეგული ამ სეზონში "ღამურების" საუკეთესო ფეხბურთელია.

"ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ნახევარი საათის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ. როდესაც ასეთი სერიოზული მეტოქე გყავს, ერთი გოლის გატანის შემდეგ არ უნდა გაჩერდე, ისევ წინ უნდა წახვიდე და ინტრიგის მოკვლა სცადო. ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა დამწუხრების დრო არ არის, წინ რთული შეხვედრები გველის
," - განაცხადა თამაშის შემდეგ ხერარდო მარტინომ, რომლის გუნდიც მომდევნო ტურში "სანჩეს პისხუანს" ეწვევა.

ხუან ანტონიო პიცი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვებაა. ჩვენ საკმაოდ არასტაბილურად ვასპარეზობთ და ამ სიტუაციაში ქულების მოგროვება და სატურნირო ცხრილში წინსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სტადიონზე მოპოვებული სამი ქულა "ვალენსიას" ფსიქოლოგიურადაც გააძლიერებს."

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" მოიგო, "რეალი" ფრეს დასჯერდა
დიეგო სიმეონეს კრებულმა, საბოლოო შედეგის მიხედვით, ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პირველ პოზიციაზეც გადავიდა. ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რამდენიმე წუთში კი ტრავმა მიიღო. ბასკებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ - მეორე ნახევრის შუამდე მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდნენ, მაგრამ დიეგო კოშტას გოლმა სტუმრებს ბრძოლის ჟინი დაუცხრო. შედეგად, მასპინძლებმა ბრავოს კარი კიდევ ორჯერ აიღეს.

ჯერ სეზონში თავისი პირველი გოლი მირანდამ გაიტანა, 87-ე წუთზე კი თავი ცვლილებაზე გამოსულმა დიეგომ გამოიჩინა, რომელიც მადრიდულ კლუბში ერთი დღით ადრე დაბრუნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სან მამეს ბარიაზე" ზუსტად ისეთი მატჩი ვიხილეთ, როგორსაც ველოდით - დაძაბული და სანახაობრივი. პირველ ტაიმში "ატლეტიკი" დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ბასკების პრესინგმა შედეგი რამდენჯერმა გამოიღო, მაგრამ არიც ადურისმა და იკერ მუნიაინმა ხელსაყრელი შანსები ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმში "სამეფო კლუბმა" მოუმატა და ანგარიშიც გახსნა - კრიშტიანო რონალდოს გადაცემას ხესე გამოეხმაურა და მორიგი გოლი გაიტანა. ისე ჩანდა, თითქოს "რეალი" ამ შეხვედრას დამაჯერებლად მოიგებდა, მაგრამ ყველაფერი იბაი გომესის მოედანზე გამოსვლამ შეცვალა. "ბილბაოს" საუკეთესო ბომბარდირმა პირველივე შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

აღსანიშნავია, რომ "რეალმა" 2014 წელს პირველი ბურთი გაუშვა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში კი კარლო ანჩელოტის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა - რონალდომ გურპეგის ხელი მიარტყა და არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ წუთებში მასპინძლებმა მეორე გოლის გატანაც სცადეს, მაგრამ სტუმრებმა თავი დამაჯერებლად დაიცვეს და ბასკეთის დედაქალაქიდან ქულა წაიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXII ტური
გრანადა-სელტა 1:2
გოლები: 0:1 კაბრალი (28), 1:1 ელ-არაბი (41), 1:2 ა. ფერნანდესი (88)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, მაინსი, მურილიო, ანგულო - რესიო (89. მ. პერეირა), იტურა, ფრან რიკო - პიტი (68. ბუონანოტე), ბრაჰიმი - ელ-არაბი
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯონი კასტრო - ა. ფერნანდესი, ბორხა ოუბინია (60. აურტენეჩე), რაფაელ ალკანტარა - ფ. ორელიანა (84. კრონ-დელი), ნოლიტო - შარლესი (53. სანტი მინა)
გაფრთხილება: ნიომი, მურილიო - კაბრალი, ბორხა ოუბინია, უგო მალიო, ნოლიტო
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17-10 (3-3); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 16 000

ბარსელონა-ვალენსია 2:3
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (7), 1:1 დანი პარეხო (44), 1:2 პ. პიატი (48), 2:2 მესი (54-პენ), 2:3 პაკო ალკასერი (59)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი (65. ინიესტა), ფაბრეგასი (77. ტელიო) - ა. სანჩესი, მესი, პედრო
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, ბერნატი - ორიოლ რომეუ, ხავი ფუეგო - ფეგული, დანი პარეხო (90. მიჩელი), პ. პიატი (87. კარტაბია) - პაკო ალკასერი (73. ე. ვარგასი)
გაფრთხილება: ალბა, მასკერანო - დანი პარეხო, რ. კოშტა, დიეგო ალვეში
გაძევება: ალბა (78. ბარსელონა)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 20-8 (5-4); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 66 969

ლევანტე-ვალეკანო 0:0
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი - სუმეტრა (54. რუბენ გარსია), ელ ჟარი (80. პედრო რიოსი), ივანშიტცი (58. ბ. დიავარა) - ბარალი
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ზე კასტრო, საულ ნიგესი, არბილია - რაულ ბაენა, ტრაშორასი - რუბენ როჩინა (64. ბუენო), ხ. ვიერა (83. ლონგო), იაგო ფალკე (60. ბანგურა) - ლარივეი
გაფრთხილება: ბარალი, სიმაო ჟუნიორი - რუბენ როჩინა, ბანგურა, ტიტო
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 23-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-17 (2-5); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 18 500

ხეტაფე-ვალიადოლიდი 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, რაფა, რ. ლაგო - ბორხა, მიჩელი (81. გავილანი) - პედრო ლეონი, ლაფიტა (58. პ. სარაბია), დიეგო კასტრო - მარიკა
ვალიადოლიდი (4-3-2-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, ს. მიტროვიჩი, პენია - ა. რუბიო, ფ. როსი (78. რამა), ვიქტორ პერესი (87. სასტრე) - დ. ლარსონი (75. მანუჩო), ომარ რამოსი - ხავი გერა
გაფრთხილება: რ. ლაგო, ლისანდრო ლოპესი - პენია, ხავი გერა, რუკავინა
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-10 (1-2); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 1 583

მალაგა-სევილია 3:2
გოლები: 1:0 დუდა (31-პენ), 1:1 ბაკა (49), 1:2 ფასიო (66), 2:2 სამუ (77), 3:2 დუდა (83)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ფლავიო, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე (72. პ. პერესი) - ამრაბატი, დუდა, ელიზეუ (64. სამუ) - ხუანმი (72. ელ ჰამდაუი)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე (46. დიოგო ფიგეირაში), ფასიო, პარეხა, ფ. ნავარო - იბორა, რაკიტიჩი - ხ. რეიესი (46. გამეირო), ვიტოლო (74. ჩერიშევი), ა. მორენო - ბაკა
გაფრთხილება: ანტუნეში, ელიზეუ, დუდა, სერხიო სანჩესი - კოკე, ა. მორენო, ვიტოლო, იბორა, ბაკა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-11 (7-4); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 30 377

ელჩე-ალმერია 1:0
გოლი: 1:0 კრისტიან ერერა (59)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - დ. სუარესი, ბოტია (79. პელეგრინი), ლომბანი, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, ხავი მარკესი - კარლეს ხილი, კორომინასი, მანუ დელ მორალი (70. ფიდელი) - კრისტიან ერერა (84. კ. სანჩესი)
ალმერია (4-3-2-1): ესტებანი - მანე, ტორსილიერი, ტრუხილიო, რაფიტა - ტებარი (64. სორიანო), აზიზი, ვერსა - ალექს ვიდალი (76. ოსკარ დიასი), სუსო (64. ელდერ ბარბოსა) - ზონგო
გაფრთხილება: ხავი მარკესი, ედუ ალბაკარი, რუბენ პერესი, დ. სუარესი - სუსო, აზიზი, ტორსილიერი
გაძევება: დ. სუარესი (90. ელჩე)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-10 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 20 547

ბეტისი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 რუბენ კასტრო (71), 2:0 რუბენ კასტრო (89)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ხუანფრანი, ამაია, ა. ნდიაიე, ხ. ფიგერასი - სალვა სევილია (78. ნოსა იგიებორი - 84. მატილია), ლ. რეიესი - ჩული (59. ლეო ბაპტიშტაო), ვერდუ, ხუან კარლოსი - რუბენ კასტრო
ესპანიოლი (4-3-2-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ვიქტორ ალვარესი (70. ხუან ფუენტესი) - ვიქტორ სანჩესი, რაულ როდრიგესი, დავიდ ლოპესი (66. აბრაჰამი) - სერხიო გარსია, სიმაო - ჯ. კორდობა (61. სტუანი)
გაფრთხილება: სალვა სევილია, ლ. რეიესი, ხ. ფიგერასი - ვიქტორ სანჩესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-6 (3-1); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 32 000

ატლეტიკო-სოსიედადი 4:0
გოლები: 1:0 ვილია (38), 2:0 დიეგო კოშტა (72), 3:0 მირანდა (74), 4:0 დიეგო (87)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ე. ინსუა - ხ. სოსა (59. დიეგო), მ. სუარესი, გაბი, კოკე (80. კ. როდრიგესი) - ვილია (42. რაულ გარსია), დიეგო კოშტა
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - სურუტუსა (65. აგირეჩე), რუბენ პარდო - იონ გასტანიაგა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (81. სეფეროვიჩი) - ველა (81. გ. კასტრო)
გაფრთხილება: მირანდა, კოკე, რაულ გარსია - სურუტუსა, ი. მარტინესი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12-10 (6-2); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 51 800

ბილბაო-რეალი 1:1
გოლები: 0:1 ხესე როდრიგესი (65), 1:1 იბაი გომესი (73)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი (58. ირაოლა), გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მიკელ რიკო (87. ბენიატი) - სუსაეტა, ანდერ ერერა, მუნიაინი (73. იბაი გომესი) - ადურისი
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი (90. ვარანი), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ხესე როდრიგესი (83. ილიარამენდი), დი მარია, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (87. მორატა)
გაფრთხილება: იტურასპე - ჩაბი ალონსო
გაძევება: კრიშტიანო რონალდო (76. რეალი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-10 (3-3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 47 000

3 თებერვალი
ვილიარეალი-ოსასუნა 01:00

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 13 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი)

მომდევნო ტური
7 თებერვალი:
ესპანიოლი-გრანადა
8 თებერვალი:
ვალენსია-ბეტისი, რაიო ვალეკანო-მალაგა, რეალი-ვილიარეალი, ალმერია-ატლეტიკო
9 თებერვალი:
ოსასუნა-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ელჩე, სოსიედადი-ლევანტე, სევილია-ბარსელონა
10 თებერვალი:
სელტა-ბილბაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული