სამეფო თასი. 1/8-ფინალი. I მატჩები: ბრძოლა სამეფო თასისთვის

AutoSharing Option
ამ დღეებში ესპანეთის სამეფო თასის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

ეს ეტაპი კი მალაგასა და ვიგოში გაიხსნა და გრანადასა და ბარსელონაში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ თასისთვის ბრძოლას 16 გუნდი აგრძელებს და ყველა პრიმერადივიზიონის წარმომადგენელია.

ახალგაზრდები, იმედი ხვალის
ახალგაზრდულმა "მალაგამ" ცალი ფეხით მეოთხედფინალში შეაბიჯა, რადგან მის მეტოქე "ლევანტეს" ახლა უფრო ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა ადარდებდეს, ანდალუსიაში 0:2-ის ამოქაჩვა კი ძალიან გაუჭირდება და ალბათ, დიდ ენერგიას აღარ შეალევს.

"მალაგამ" ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. ეს 20-20 წლის ბიჭებმა მოახერხეს. ჯერ შორი მანძილიდან ხუან პაბლო აკოსტამ
(იგივე ხუანპი) დაჰკრა "ცხრიანში", შემდეგ კი რიკარდო ორტამ შესანიშნავი ტექნიკური არსენალი გამოამზეურა და ხესუსის კარში ისე გაიტანა. როგორც იქნა, თამაში მოუწია მუნდიალის ერთ-ერთ გმირ გილერმო ოჩოას - მექსიკელი სასტარტო შემადგენლობას კარლოს კამენიმ არ გააკარა, მაგრამ ახლა მისი დროა. ოჩოამ კარი მშრალად შეინახა.

როგორც ჩანს, ხავი გრასიას "მალაგა" სამეფო თასის მოპოვების ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად უნდა განვიხილოთ.

"სელტას" კრიზისი ღრმავდება
"სელტა" ძალიან მძიმე კრიზისშია, რაც ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩმაც დაადასტურა - ვიგოში არიც ადურისმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბასკურმა კლუბმა თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური მას მერე, რაც "სელტა" 4:2 დაამარცხა. "ლომებს" ძალიან არადამაჯერებლად მოთამაშე გალისიელი მცველები დაეხმარნენ, ხოლო 19 წლის დავიდ კოსტასმა სულაც წითელი ბარათი დაიმსახურა.

6 იანვარი
მალაგა-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 ხუანპი (15), 2:0 ორტა (78)
მალაგა (4-2-3-1): ოჩოა - როსალესი, ანხელერი, მ. ტორესი, კასადო - რესიო, ხუანპი - სამუელი (62. კასტილეიხო), ლუის ალბერტო (79. დარდერი), ორტა - ხუანმი (72. ამრაბატი)
ლევანტე (4-2-3-1): ხესუსი - პ. ლოპესი, როდასი, ხუანფრანი, ტონიო - ადუა, კამარასა (68. ვ. პერესი) - ჩუმეტრა, ელ-ჟარი, გავილანი (68. რუბენ გარსია) - მარტინში (80. დელგადო)

სელტა-ბილბაო 2:4
გოლები: 0:1 სან ხოსე (5), 1:1 ა. ლოპესი (11), 1:2 ადურისი (15), 2:2 შარლესი (54), 2:3 სუსაეტა (61), 2:4 ადურისი (87-პენ)
სელტა (4-3-3): ბლანკო - კოსტასი, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - ა. ფერნანდესი (79. რადოია), ბ. ფერნანდესი, ა. ლოპესი (82. პ. ერნანდესი) - ორელიანა (59. მინა), შარლესი, პლანასი
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ირაოლა, ეჩეიტა (82. გურპეგი), ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო (83. იტურასპე) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (76. ვიგერა) - ადურისი
გაძევება: კოსტასი (70)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული