რა აღარ მოხდა ამ მატჩში, მაგრამ კულმინაცია მაინც არდა თურანის საქციელი იყო, რომელმაც ბუცი გაიძრო და ლაინსმენს გაუქანა. ეს ამბავი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როცა მთელი ქარტეხილი ჩავლილი იყო, "ბარსა" 3:2-ს იგებდა და "ატლეტიკო" 10 კაცით იყო. მოკლედ, თამაშის გადარჩენის შანსიც აღარ რჩებოდა.
დანი ალვეშთან ორთაბრძოლაში თურქ ნახევარმცველს ბუცი გასძვრა. არდა ჯარიმას ითხოვდა და ამას რომ ვერ მიაღწია, ფეხსაცმელი ლაინსმენს დაუმიზნა... მთავარ მსაჯს ეს ამბავი "გამორჩა" და არც პროტოკოლში დაუფიქსირებია.
მოკლედ, ხესუს ხილ მანსანომ საძაგლად იმსაჯა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როცა ალბას მიერ ხელით თამაში ვერ შეამჩნია, პენალტი არ დანიშნა და არ გააძევა "ბარსას" მცველი. არადა, იმ კონტრშეტევით "ბარსელონამ", ალბათ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაბის გაძევების შემდეგაც გვქონდა შანსი ორთაბრძოლის მოგების. გაბის სურდა, აეხსნა მსაჯისთვის, რომ ის ცდებოდა, პენალტი დასანიშნი იყო და "ბარსელონას" ფეხბურთელი გასაძევებელი. კაპიტანს ამის უფლება აქვს, თუმცა... ის გააძევეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემთვის თამაში დასრულდა. საერთო ჯამში, საოცარი, მეტად რთული თამაში იყო, ბიჭების თამაშით კი ვამაყობ, ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მინდვრის საფარი საშინელი იყო, მაგრამ მაინც დიდებულად ვითამაშეთ. მგონი, უკვე გავხდით ასეთ მოედნებზე თამაშის სპეციალისტები. ბურთი ისე დახტოდა, როგორც კურდღელი ტყეში. ნეიმარმა დიდებულად ითამაშა, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებზე განსაკუთრებული განწყობით თამაშობს. როცა ვითარება დაიძაბა მოედანზე, ნეიმარი უკან გამოვიხმე. პროფესიონალებმა სისულელეები არ უნდა ჩაიდინონ".
* * *
ერთი ინციდენტი თამაშამდეც მოხდა - "ატლეტიკოს" არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი, რომელიც "ზენიტიდან" იჯარით თამაშობს, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. 28 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და სტადიონზე რიგითი მაყურებელივით შედიოდა, როცა ის პოლიციამ გააჩერა. ანსალდის თან არ ჰქონდა რაიმე დოკუმენტი, კამათისას კი მან პოლიციელს ხელი მოაყოლა მანქანის კარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კურიოზი: არბიტრმა "ბარსელონას" მცველი "დააგდო" [VIDEO]
ხუანფრანმა ნეიმარს მატჩის დროს "ჯოჯოხეთი" შეახსენა [VIDEO]
ნეიმარის გამკვირვებია ისე, როცა ხუანფრანმა გერმანია შეახსენა, ამდგარიყო ბრაზილიელი ბიჭი და წვეროსანი ესპანელისთვის "მფრინავი ჰოლანდიელები" გაეხსენებინა(1–5)... ლამაზიც იქნებოდა და სიტყვაშიც მოუჯოკრავდა... :)))
თანამედროვე ფეხბურთში, როცა ფულიანმა ურჩხულებმა წალეკეს მთელი საფეხბურთო დუნია, "ათლეტები" თავის გიჟმაჟი მწვრთნელით და საშუალო კლასის(რამდენიმე ექსტრა კლასისაა, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა) მობურთალებით, ნათელი მაგალითი არიან იმისა, რომ მთლად ფულიც ვერ წყვეტს ყველაფერს. თურმე თურანებით და მირანდებითაც შესაძლებელია ტიტულების მოხვეჭა ტირანოზავრებთან ჭიდილში, თუ სწორად განუსაზღვრავ ამ საშუალო დონის ფეხბურთელებს ფუნქციას და ჩაუნერგავ მებრძოლ სულს.
ასე რომ, "როხიბლანკო" ასე გადასათელიც არაა!
მსაჯმა პენალი არ დანიშნა და გააბათილა ტყუილად დანიშნული, სიმეონე უკვე ფანტაზიაში გადავიდა, ჰგონია რომ სულ მართალია და ატლეტიკოზე უკეთესი გუნდი არ არსებობს, შარშანდელი ატლეტიკო ბევრად უკეთესი იყო, წელს ხარისხი მოაკლდა და კლასის ნაკლებობას უხეშობით ავსებენ, რეალი დიდად მეხატება გულზე მაგრამ მათ დაპირისპირებაში რეალს ვგულშემატკივრობდი, რადგან სიმეონე უკვე ფეხბურთს ამახინჯებს, ატლეტიკო როცა თამაშობს მსაჯმა ზუსტად რომ დაიცვას წესები მინიმუმ 2 ატლეტიკოს მოთამაშე უნდა გააძევოს, რასაც მატერაცი აკეთებდა იგივეს აკეთებს მთლიანი ატლეტიკო, ეს უკვე ფეხბურთი აღარაა...