ლა ლიგა. XXX ტური: "ბარსელონამ" და "რეალმა" იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
8 აპრილს ლა ლიგის 30–ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" "ალმერიას" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ გახსნა, მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ლუის სუარესმა მესის მსგავსი გოლი გაიტანა, შემდეგ ჩემპიონატში პირველი გოლი შეაგდო მარკ ბარტრამ, ბოლოს კი სუარესმა დუბლი შეასრულა. "ბარსელონა" 74 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო მადრიდის "რეალმაც", თუმცა უფრო მძიმედ - "რაიო ვალეკანომ" პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა კარლო ანჩელოტის გუნდს, მეორეში კი კრიშტიანო რონალდომ და ხამეს როდრიგესმა გამარჯვება "რეალს" მოუტანეს. კრიშტიანო რონალდომ
"რეალის" მაისურით ოფიციალურ მატჩებში მე-300 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXX ტური
8 აპრილი
დეპორტივო-კორდობა 1:1
გოლები: 0:1 ანდონე (55), 1:1 ანდონე (87 ს. კ.)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი (63. მედუნიანინი) - ხ. როდრიგესი (63. ე. კოშტა), ფარინია (56. რიერა), კუენკა - ტოჩე
კორდობა (4-1-4-1): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - კრჰინი - ბებე, ფედე კარტაბია (80. ფიდელი), ბორხა გარსია, ელდონი (75. როსი) - ანდონე
გაფრთხილება: ლუიზინიო, ბორხესი, ხუანფრანი, მედუნიანინი - კრჰინი, კარტაბია, კრესპო
გაძევება: ლუიზინიო (69)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-15 (2-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 17 602

ბარსელონა-ალმერია 4:0
გოლები: 1:0 მესი (33), 2:0 ლ. სუარესი (55), 3:0 ბარტრა (75), 4:0 ლ. სუარესი (93)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში (64. მონტოია), ბარტრა, მასკერანო, ადრიანო - რაკიტიჩი (67. რაფინია), ს. რობერტო, ჩავი - მესი, ლ. სუარესი, პედრო
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მარინი, ხ. ნავარო, ტრუხილიო, კასადო - თომასი, კორონა - ვ. სილვა (56. ფ. სორიანო), ესპინოსა (79. მანე), ე. მენდესი (72. ჯონათანი) - ტიევი
გაფრთხილება: მასკერანო - კასადო
კუთხური: 14-5; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-6 (12-3); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 73 837

გრანადა-სელტა 1:1
გოლები: 1:0 იბანიესი (3), 1:1 ბონგონდა (94)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ინსუა - იტურა, რ. პერესი - იბანიესი (76. კანდეიაში), ხ. მარკესი, პიტი (45. მაინსი) - ელ-არაბი (65. კორდობა)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - პ. ერნანდესი (81. ლარივეი), რადოია (68. ბონგონდა), ა. ფერნანდესი (26. ა. ლოპესი) - მინა, შარლესი, ნოლიტო
გაფრთხილება: მურილიო, რობერტო, პიტი, კორდობა - ხონი, კაბრალი, ლოპესი, რადოია, ერნანდესი
გაძევება: მურილიო (42)
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-12 (3-4); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 14 358

ვალეკანო-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (68), 0:2 ხ. როდრიგესი (73)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო - ფატაუ (57. იოსაბედი), ტრაშორასი - კაკუტა, ბუენო (69. მიკუ), ემბარბა (81. აკინო) - მანუჩო
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ხ. როდრიგესი (90. ნაჩო) - ბეილი (91. ხ. ერნანდესი), ბენზემა (72. ისკო), რონალდო
გაფრთხილება: ტიტო, ნაჩო, კობენიო, ამაია - როდრიგესი, რონალდო, კროოსი, ბეილი, კარვახალი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 20-17 (8-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 13 016

9 აპრილი
ბილბაო-ვალენსია 22:00
ელჩე-ხეტაფე 00:00
ვილიარეალი-ესპანიოლი 00:00

ბომბარდირები: 37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა), კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც მთავარია ბარსამ მოიგო და რეალი წყალსაც წაუღია
გენო
16:29 09-04-2015
0

სიახლეები პოპულარული