ლიონელ მესი და ნეიმარი "ბარსელონას" ფლორენციაში არ მიჰყვებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში "ფიორენტინასთან" სათმაშოდ გაემგზავრებიან.

შეხვედრა 2 აგვისტოს, ფლორენვიაში, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება.

კატალონიური გრანდის საიტის ცნობით, "ფიორენტინასთან" მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებიან და ბარსელონაში დარჩებიან ლიონელ მესი, ნეიმარი, დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო. ეს ფეხბურთელები სეზონისთვის მზადებას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

ფლორენციაში ტრავმების გამო არ მიემგზავრებიან ჟერემი მატიო, ადრიანო კორეა, არდა თურანი და დუგლასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული