"ვალენსია" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "სევილიასთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ პოსტი დატოვა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კლუბის მფლობელი პიტერ ლიმი პორტუგალიელის გადარწმუნებას ეცადა, მაგრამ უშედეგოდ.

13 ტურის შემდეგ "ვალენსია" სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული