ესპანეთის ნაკრები: ანდრეს ინიესტა განაცხადს მიღმა

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 24 და 27 მარტს იტალიისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრებში "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა არ გამოიძახა.

განაცხადს მიღმა ინიესტას გარდა ასევე ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი დიეგო კოშტა და მადრიდის "რეალის" მცველი დანი კარვახალი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
iniestas adgili suliqneeba nakrebshi.etyoba vigaceebs amowmebs da karvaxali an koshta ragamosazaxebelia..koshta ha ha kide sheizleba...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული