მადრიდის "ატლეტიკოსგან" საულის ტრანსფერზე უპირატეს უფლებას "ბარსელონა" ფლობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ფლობს უპირატეს უფლებას მადრიდის "ატლეტიკოდან" ნახევარმცველ საულ ნიგესის ტრანსფერზე. ამის შესახებ AS იუწყება.

როგორც ირკვევა, კატალონიურმა გრანდმა ეს უფლება 2013 წელს მიიღო, როდესაც "ბარსელონას" რიგებიდან დედაქალაქურ კლუბში თავდამსხმელი დავიდ ვილია გადაბარგდა.

ბოლო დროს 21 წლის ესპანელი ნახევარმცველის შესახებ ბევრს საუბრობენ, მთელი საფეხბურთო სამყაროს სასიამოვნოდ გაოცება კი მან ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ შეძლო. 27 აპრილს საულმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "ატლეტიკოს" გამარჯვება მოუტანა - 1:0.

ესპანეთის ჩემპიონატში
საულმა 29 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში 23 შეხვედრაში ითამაშა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი ტრანსფერისთვის საკომპენსაციო თანხის ოდენობა კი 45 მლნ ევროთი განისაზღვრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული