ცვლილებები "ატლეტიკოში" - სიმეონეს ულტიმატუმი, ტრანსფერები და ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც ესპანური AS-ი იტყობინება, სიმეონემ ხელმძღვანელობისგან ტრანსფერებისთვის დიდი თანხების გამოყოფა მსოფლიო დონის ფეხბურთელთა შესაძენად მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კლუბს დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ხელმძღვანელობა დათანხმდა სიმეონეს მოთხოვნას და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნებისმიერი იმ ფეხბურთელის შეძენას ეცდება, ვისაც არგენტინელი სპეციალისტი ისურვებს. პირველ რიგში, სიმეონეს "ბენფიკას" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნიკოლას გაიტანი სურს, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში მადრიდულ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

გაიტანის გარდა, კიდევ ერთ სამიზნედ პსჟ-ის
ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი სახელდება, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულში ფრანგულს გუნდს დატოვებს. ამასთანავე, სიმეონე კლუბის ხელმძღვანელობისგან ნებისმიერ ფასად ანტუან გრიზმანის შენარჩუნებას მოითხოვს.

თავის მხრივ, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა გაუმჯობესებული პირობებით სიმეონესთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არა მგონია სიმეონემ სხვა გუნდშიც ასეთი შედეგი აჩვენოს. არსებობს რაღაც საფეხბურთო კანონზომიერება როცა გარკვეული კლუბი კონკრეტულ ადამიანთან ერთად სერიოზულ შედეგებს აჩვენებს ხოლო სხვაგან იგივე წარმატებით არ გამოსდის. ეს "ატლეტიკო" ფაქტიურად სიმეონეს მიერ არის აშენებული და სხვაგან ამის გაკეთებას წლები დასჭირდება რისი დროც მეეჭვება რომელიმე გრანდმა მისცეს. რისი მაგალითიც თუნდაც მოურინიო, ვან გაალი, მანჩინი და კიდევ შეიძლება ამ სიის გაგრძელება არიან.
........
18:53 31-05-2016
0
საღოოოლ ჩაგეთვალა... ეს ნამდვილად ჩვენი მწარე რეალობაა ატლელტიკო კი არა ალიკანტეშიც სანატრელი გვყავს ქართველი მოფეხბურთალები 9აბურჯანიას არ ვგულისხმობ)მიმიხვდით ალბათ.
baggio
18:29 31-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული