Marca: დე ხეა "რეალისთვის" უკვე უინტერესოა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენას აღარ აპირებს.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანის თხოვნა გაითვალისწინა ამჟამინდელ მეკარე კეილორ ნავასთან დაკავშირებით და მისი დატოვება გადაწყვიტა.

დე ხეას აგენტს უკვე შეატყობინეს, რომ მიუხედავად ესპანელის კონტრაქტში არსებული პუნქტისა, რომლის თანახმადაც 15 ივნისამდე "რეალს" მისი შეძენა 50 მილიონ ევროდ შეუძლია, მადრიდელები ამას აღარ აპირებენ - დე ხეა მათთვის უკვე უინტერესოა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული