ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამიერიდან "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მრჩეველი და მსოფლიოში კლუბის ელჩი იქნება.
როგორც ირკვევა, რონალდოს ძალიან სურდა მადრიდულ კლუბში დასაქმება და პერესთან ამ საკითხს ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილავდა.
რონალდომ "რეალში" 177 მატჩი ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა. თავისი კარიერის მანძილზე ის სხვადასხვა დროს "ბარსელონას", "ინტერის", "მილანის", პსვ-ის, "კორინთიანსისა" და "კრუზეიროს" ღირსებასაც იცავდა.