ლა ლიგა. IX ტური: "ბარსელონამ" "მესტალიაზე" 5-გოლიანი თრილერი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა ჩეზარე პრანდელის "ვალენსია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკვე მატჩის დასაწყისში ანდრეს ინიესტას ეუხეშნენ. მან ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ექიმების შეფასებით, ანდრესი დაახლოებით 6-8 კვირას გამოტოვებს.

ამის მერე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა იმ მომენტში "ვალენსიას" ფეხბურთელები ლუის სუარესზე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

52-ე წუთზე "ვალენსიამ" გაათანაბრა, ეს "ბარსას" ექსფორვარდმა მუნირ ელ-ჰადადიმ შეძლო. ოთხ წუთში როდრიგომ "ვალენსია" წინ გაიყვანა. მალე ლუის სუარესმა დამატებაზე იყოჩაღა და
გაათანაბრა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აბდენური საჯარიმოში სუარესზე დაჯარიმდა და მესიმ 94-ე წუთზე ზუსტად შეასრულა გადამწყვეტი პენალტი.

თამაშის განმავლობაში "ვალენსიას" ფანებმა სუარესსა და ნეიმარს თავში ბოთლები გაარტყეს.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველ წუთებში ჩვენ ვდომინირებდით და მეტი გოლის გატანა გვმართებდა. შემდეგ გიჟურმა ხუთმა წუთმა კინაღამ დაგვაზარალა. მატჩის ბოლოს გუნდმა ნამდვილი მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და მოიგო. პენალტის ეპიზოდი? ეს იყო ძალიან ნიშანდლობლივი ეპიზოდი, მესიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ბიჭებმა აჩვენეს, რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი სირთულეებს".

ესპანიოლი-ეიბარი 3:3
გოლები: 0:1 ენრიჩი (23), 0:2 დ. რეიესი (27 ს. კ.), 0:3 კიკე (44), 1:3 ე. პერესი (64), 2:3 პიატი (73), 3:3 ლ. ბაპტიშტაო (92)
გაძევება: კაისედო (84. ესპანიოლი)

ვალენსია-ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 ელ ჰადადი (52), 2:1 როდრიგო (56), 2:2 ლ. სუარესი 62), 2:3 მესი (94-პენ)

სოსიედადი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (22), 2:0 ვილიან ჟოზე (57), 3:0 ველა (87)

გრანადა-სპორტინგი 0:0

პარასკევი. 21 ოქტომბერი
ოსასუნა-ბეტისი 1:2

კვირა. 23 ოქტომბერი
სელტა-დეპორტივო 14:00
სევილია-ატლეტიკო 18:15
ვილიარეალი-ლას პალმასი 20:30
მალაგა-ლეგანესი 20:30
რეალი-ბილბაო 22:45

1. ბარსელონა - 19 ქულა; 2. ატლეტიკო - 18; 3. რეალი - 18; 4. სევილია - 17; 5. ვილიარეალი - 16.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Msajelona
saterobeli
06:15 23-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული