მადრიდის "რეალმა" "ლეონესას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. მარიანო დიაზმა ჰეთ თრიკი შეასრულა, თავი გამოიჩინა ასევე ხამეს როდრიგესმა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანა ზიდანის შვილმა ენცომაც შეძლო. ერთი გოლი კი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს. "ლეონესას" მხრიდან გონსალეს ერაი გამოირჩა.
მადრიდის "ატლეტიკომ" შავი დღე აყარა სტუმრად "გუიხუელოს". სტუმრებმა მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. რობერტო ნუნიეზმა და იანიკ კარასკომ დუბლი მიითვალეს, თითო-თითო გოლი ანხელ კორეამ და სიმე ვრსაჟკომ გაიტანეს.
"ბარსელონამ" სტუმრად "ჰერკულესს" ვერ
საკუთარი მეტოქე არც "სევილიამ" დაინდო და "ფორმენტერას" 5:1 მოუგო სტუმრად. ჰეთ თრიკი ხოაკინ კორეამ შეასრულა.
ესპანეთის თასი. 1/16-ფინალი
რეალი-ლეონესა 6:1
ფორმენტერა-სევილია 1:5
ტოლედო-ვილიარეალი 0:3
კორდობა-მალაგა 2:0
გრანადა-ოსასუნა 1:0
გუიხუელო-ატლეტიკო 0:6
მურსია-სელტა 0:1
ჰერკულესი-ბარსელონა 1:1