სერხიო რამოსი: ჩვენი გარჯა დაფასდა - სულ არაფერს, 1 ქულა სჯობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

სერხიო რამოსმა "რეალი" "კამპ ნოუზე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

"რთული შეხვედრა იყო. ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, რომლებმაც ბურთის კონტროლი და შეტევა კარგად იციან. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი გვქონდა, თუმცა ეფექტურობა დაგვაკლდა.

ჩვენი გარჯა დაფასდა - სულ არაფერს, 1 ქულა სჯობს. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. "ბარსელონასთან" სხვაობა 6 ქულაა, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩია. კარგია, როცა საკუთარ თავზე ხარ დამოკიდბეული და არა სხვაზე", - ციტირებს რამოსს Marca.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა,რომ ბარსას ყველაზე სუსტი ფეხბურთელი ამ თამაშში,სერხიო რობერტო,კინაღამ მატჩის გმირი გახდა ბოლო წამზე,ხოლო რეალის ყველაზე სუსტად მოთამაშე კაზემირომ,ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
სოსო
09:48 04-12-2016
0

სიახლეები პოპულარული