"იმედი მაქვს, რომ 3 კვირაზე მეტი არ გაუცდება და "არსენალთან" თამაშს შეძლებს. როდესაც მიუნხენში დავბრუნდებით, ტიაგოს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება" - განაცხადა "ბაიერნის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.
კლუბისთვის ბუნდესლიგა 20 იანვარს "ფრაიბურგთან" მატჩით განახლდება. "მეთოფეებთან" პირველი შეხვედრა კი მიუნხენელებს 15 თებერვალს ელით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"