ბუნდესლიგა. ბოლო ტური: "ბაიერნის" საჩემპიონო ზეიმი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს "ჰამბურგი" ხშირადაა ხოლმე მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების კანდიდატი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ფორტუნა არასდროს ღალატობს! გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მთავარი მატჩი გადარჩენისთვის ბრძოლის ფინალი იყო, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ "ჰამბურგი" და "ვოლფსბურგი" წარდგნენ და ჰამბურგი ისევ გადარჩა!

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგი" ერთადერთი გუნდია გერმანულ ფეხბურთში, რომელიც ყოველთვის პირველ ბუნდესლიგაში თამაშობდა, მეორეში კი არასდროს გავარდნილა. ბუნდესლიგის უკანასკნელმა დინოზავრმა "ვოლფსბურგთან" დრამატული ფინალი 2:1 მოიგო და 2009 წლის სენსაციური ჩემპიონი სარელეგაციო მე-16 ადგილზე "დასვა". ამრიგად, "ჰამბურგი" გადარჩა, "ვოლფსბურგს" კი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "ბრაუნშვაიგთან"
ორრაუნდიანი დუელი მოუწევს.

ჰამბურგელთა გმირი ლუკა ვალდშმიდტი გახლდათ - ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც პარასკევს 21 წლის გახდა. მან გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გაიტანა და "ჰამბურგის" ქომაგთა მრავალრიცხოვან არმიას შვება მოჰგვარა. თანაც, ეს ვალდშმიდტის პირველი გოლი იყო ბუნდესლიგაში!

ამრიგად, ჩრდილოელები გადაურჩნენ რელეგაციას და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეს მძიმე პლეი ოფი "ჰამბურგს" ორჯერ აქვს გადატანილი - 2014 წელს "ფიურტთან", 2015 წელს კი "კარლსრუესთან". მატჩის შემდეგ "ჰამბურგის" ფანები მოედანზე შეიჭრნენ, ფეხბურთელები და მწვრთნელი ხელში აიტაცეს და გადარჩენა ჩემპიონობასავით იზეიმეს.

ახლა ასეთი ვნებათაღელვა "ვოლფსბურგს" ელოდება - გუნდს, რომელსაც ფულიც ბევრი აქვს და გუნდიც კარგი ჰყავს. სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "მგლები" მე-16 ადგილს დაიკავებდნენ - მით უმეტეს, მას მერე, რაც მარიო გომესი გადაიბირეს. "ვოლფსბურგს" "ბრაუნშვაიგთან" პლეი აუტის მატჩები 25 და 29 მაისს ელოდება.

არადა, ვოლფსბურგელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო - 22-ე წუთზე კნოხემ "მგლები" დააწინაურა. მართალია, ჰამბურგელთა კოსტიჩმა მალევე გაათანაბრა, მაგრამ მერე "ჰამბურგი" დიდხანს არ ჰგავდა ამ თამაშის მომგებ გუნდს - მანამდე, სანამ ვალდშმიდტმა თავისთვის პირველი, "ჰამბურგისთვის" კი სეზონის უმნიშვნელოვანესი გოლი არ გაიტანა.

მიუნხენში გერმანიის ჩემპიონობა, ტრადიციულად, მარიენპლატცზე იზეიმეს. "ბაიერნის" გულშემატკივრებმა ფეხბურთიდან გააცილეს კაპიტანი ფილიპ ლამი, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა (კარიერა დაასრულა ჩაბი ალონსომაც). რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი დაამტკიცა, რომ სიმღერის ნიჭიც ჰქონია - მან სახალხოდ იტალიური სიმღერა შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოოლოოდ, ბუნდესლიგის ცხრილში ყველაფერი ასე დალაგდა: "ბაიერნი", ”ლაიპციგი” და ”დორტმუნდი” პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, "ჰოფენჰაიმს" კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოუწევს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კიოლნი" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, "ჰერტა" - ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. "ინგოლშტადტი" და "დარმშტადტი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ, "ვოლფსბურგს" კი რელეგაცია ელოდება. II ბუნდესლიგიდან "შტუტგარტი" და "ჰანოვერი" ბრუნდებიან.

ბოლო ტური
ბაიერნი-ფრაიბურგი 4:1
გოლები: 1:0 რობენი (4), 2:0 ვიდალი (73), 2:1 პეტერსენი (76), 3:1 რიბერი (91), 4:1 კიმიხი (94)
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - ლამი (87. რაფინია), ბოატენგი (10. კიმიხი), ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო (82. რიბერი), ვიდალი - რობენი, თ. მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ფრაიბურგი (4-4-2): შვოლოვი - იგნიოვსკი (87. ნილსენი), გულდე, კემპფი, გიუნტერი - ფილიპი, ფრანტცი (73. შუსტერი), ჰიოფლერი, გრიფო - ჰაბერერი (68. პეტერსენი), ნიდერლეხნერი.
მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-ვერდერი 4:3
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (7), 1:1 როისი (32), 2:1 ობამეიანგი (42), 2:2 ბარტელსი (46), 2:3 კრუზე (68), 3:3 როისი (75-პენ), 4:3 ობამეიანგი (89-პენ)
დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი, ბარტრა - დურმი (46. პულიშიჩი), დემბელე (93. ს. ბენდერი), შაჰინი (72. კასტრო), კაგავა, გერეირო - ობამეიანგი, როისი.
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, ლ. სანე (86. მ. ეგშტაინი), მოისანდერი - გებრე სელასიე (46. გნაბრი), გრილიჩი (73. ბარგფრედე), დელანი, იუნუზოვიჩი, უ. გარსია - ბარტელსი, კრუზე.
მაყურებელი: 81 360

გლადბახი-დარმშტადტი 2:2
გოლები: 1:0 აზარი (50), 1:1 შიპლოკი (62), 2:1 რაფაელი (65), 2:2 ჰელერი (90)
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ფ. ჯონსონი (74. კორბი), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ნ. შულცი - კრამერი, დაჰუდი (74. ბენესი) - ჰოფმანი, შტინდლი, აზარი (80. ჰანი) - რაფაელი.
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - შტაინჰიოფერი, ბანგაარდი, ჰიონი, გუვარა - გონდორფი (88. ცენდერი), ჰამით ალთინთოფი - სემი, როზენტალი (58. შიპლოკი), ჰელერი - ჩოლაკი (80. ოლიინიკი).
მაყურებელი: 54 014

ჰერტა-ლევერკუზენი 2:6
გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (5), 0:2 ჰავერტცი (31), 0:3 ჰავერტცი (45+1), 0:4 კისლინგი (64-პენ), 1:4 ვაიზერი (71), 1:5 არანგისი (81-პენ), 2:5 ალაგუი (86-პენ), 2:6 პოჰიანპალო (90)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ბრუკსი (46. ს. ლანგკამპი), ტორუნარიგა, პლატენჰარდტი - დარიდა, ალანი (46. სკიელბრედი) - ვაიზერი, კალუ, ესვაინი (69. ალაგუი) - იბიშევიჩი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, თაა, ვენდელი (70. და კოშტა) - ბაუმგარტლინგერი, არანგისი - ჰავერტცი, ბრანდტი - კისლინგი (73. პოჰიანპალო), ჩიჩარიტო (79. ბაილი).
მაყურებელი: 55 617

კიოლნი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ი. ჰექტორი (43), 2:0 ოსაკო (87)
კიოლნი (4-2-2-2): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, ჰაინტცი, რაუში - მ. ლემანი, ი. ჰექტორი - იოიჩი (90. კლემენსი), ბიტენკური (79. ცოლერი) - ოსაკო (88. იოზჩანი), მოდესტე.
მაინცი (4-2-3-1): ჰუთი - ბალოგუნი (18. ჰაკი), ბელი, ბუნგერტი (75. იოზთუნალი), ბროზინსკი - გბამინი, ფ. ფრაი - კუაისონი (62. მუტო), ბოიან კრკიჩი, ჰოლტმანი - კორდობა.
მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 0:1 კნოხე (23), 1:1 კოსტიჩი (32), 2:1 ვალდშმიდტი (88)
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - გ. საკაი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტჟოლეკი - ეკდალი (71. იატა), იუნგი - ნ. მიულერი (64. გრეგორიჩი), ჰოლტბი (86. ვალდშმიდტი), კოსტიჩი - ვუდი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ს. იუნგი (76. ოსიმენი), კნოხე, ვოლშაიდი, გერჰარდტი - გილავოგი, ლუის გუსტავო - ბლაშჩიკოვსკი (46. ვიეირინია), მალი (84. არნოლდი), ნტეპი - გომესი.
მაყურებელი: 57 000

ინგოლშტადტი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ავდიჯაი (2), 1:1 პ. გროსი (41-პენ)
ინგოლშტადტი (3-4-3): ნილანდი - მ. მატიპი, როჯერი (89. მორალესი), ბრეგერიე - ჰადერგონაი, კრისტიანსენი, კოენი, ზუტნერი - პ. გროსი (85. ჰინტერზეერი), ლესკანო, კიტელი (76. ლეკიე).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - რიტერი, ნალდო, ნასტასიჩი, კერერი - სტამბული, ბენტალები - ჩოკე, გორეტცკა, ავდიჯაი (77. მაკენი) - ბურგშტალერი (85. ჰუნტელაარი).
გაძევება: სტამბული (63)
მაყურებელი: 15 200

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 0:0
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბიჩაქჩიჩი - უთი (65. შვეგლერი), დემირბაი (66. ამირი), რუდი, კრამარიჩი, ცუბერი - ვაგნერი, სალაი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ლუთე - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (52. კაიუბი) - კორი. დ. ბაიერი - შმიდი, ჰალილ ალთინთოფი (93. ტაიგლი), მაქსი - ფინბოგასონი (90. ჟი).
მაყურებელი: 30 150

აინტრახტი-ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ზაბიტცერი (25), 0:2 პოულსენი (56), 1:2 ვალეხო (83), 2:2 დ. ბლუმი (90)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, აბრაამი, ოჩიპკა - ჩენდლერი, გაჩინოვიჩი, ვარელა (71. მაიერი), ტავათა (62. ვალეხო) - ჰრგოტა (77. დ. ბლუმი), სეფეროვიჩი, ფაბიანი.
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი, ილსანკერი, უპამეკანო, ბერნარდო - კეიტა, დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი - ბურკი (66. დ. კაიზერი), პოულსენი (83. ზელკე).
მაყურებელი: 51 000

ბომბარდირები: 31 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 30 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 21 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული